“ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანისშესახებ"

“ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანისშესახებ"
დოკუმენტის ნომერი 331/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 176, 29/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.752
331/ნ
29/12/2006
სსმ, 176, 29/12/2006
470.230.000.22.035.009.752
“ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანისშესახებ"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.752

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 

ბრძანება №331/ნ

2006 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის  შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის „დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის  25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 29.08.2006 წ., №114, მუხლი 1571) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. დახმარებისა და კომპენსაციის დაფინანსების წყარო

დახმარება გაიცემა ფონდის მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია – შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი:

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, დასაქმებულისათვის/მოსამსახურისათვის დახმარების ან კომპენსაციის მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია ფონდის ფილიალში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად (დედნების დაკარგვის შემთხვევაში, მისი დუბლიკატი და მათი ასლები);

ბ) დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაფინანსების განაცხადი (დანართი №3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;

დ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

3.  მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის წესი:

„1. დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელს ასლთან ერთად წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით ფონდის შესაბამის ფილიალში.

2. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს. დამსაქმებელი/დაწესებულება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადო-ბის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით ფონდის შესაბამის ფილიალში. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით.

3. ფონდის შესაბამისი ფილიალი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:

ა) ადგენს საავადმყოფო ფურცლის დედანის ასლთან შესაბამისობას, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტის ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს;

ბ) ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების (პირადი№ და საბანკო რეკვიზიტები) სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან;

გ) დაუყოვნებლივ აგზავნის წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს ფონდში, მეორე ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან (დანართი №2) ერთად აგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად, ხოლო მესამე ეგზემპლარს იტოვებს ფილიალში;

დ) დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსგან წერილობით ითხოვს დაფინანსების განცხადებაში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის არსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ე) საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ფონდის ფილიალი დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ფონდს, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

4. ფონდი შესაბამისი ფილიალიდან მიღებული განაცხადების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას შესაბამისი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დაფინანსების განაცხადში მითითებულ დასაქმებულის/მოსამსახურის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ფონდი იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. ფონდის ფილიალი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს/დაწესებულებას და დასაქმებულს/მოსამსახურეს, ფონდის ფილიალში დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.

6. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.

7. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

დანართი №2

 

                                           __________ საგადასახადო ინსპექციას

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“  მე-10 მუხლის შესაბამისად, ფონდის __________ ფილიალში დამსაქმებლების/დაწესებულებების მიერ 200_ წლის ___ ____ სათვის წარმოდგენილ დაფინანსების განაცხადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების უზრუნველსაყოფად წარმოგიდგენთ დაფინანსების განაცხადებს.

წარმოდგენილ განაცხადებში მითითებული დამსაქმებლების/დაწესებულებების თქვენთან რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში გთხოვთ 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.

დანართი ____ ფურცლად.

პატივისცემით,

 

    __________                            ფილიალის  უფროსი

__________________

 

 

                                             თარიღი: „__“ „______“ 200 _ წ.

      

                                                                                                   

 


დანართი 3

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებრელი დახმარების დაფინანსების განაცხადი

 

დამსაქმებლის/დაწესებუ -ლების

 

დასაქმებულის/მოსამსახურის

დასა-ფინან-სებელი სამუშაო დღეების რაო-დენობა

საავადმყოფო ფურცლის

შვილად აყვანის შესახებ დოკუმენტის თარიღი და №

დასაქმებულის/მოსამსახურის

დახმარების გასაანგარიშებე -ლი ბაზა (თანამდებობრივი სარგო)

მოთხოვნილი თანხა

დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიში

შესაბამისი ბანკის

 

საიდენტი -ფიკაციო კოდი

დასახე-ლება

პირადი №

სახელი, გვარი და დაბადების წელი

საცხოვ-რებელი რეგის-ტრაციის ადგილი

საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი

-დან

ჩათვლით

სერია

ნომე-რი

კოდი

დასახელება

1

2

3

4

 

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამსაქმებელი/ დაწესებულების ხელმძღვანელი

   ბუღალტერი

თარიღი:    „------“  „--------------“ 200---წ