„საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტის მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტის მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.098.016010
10
15/04/2026
ვებგვერდი, 16/04/2026
010320020.22.098.016010
„საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტის მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტის მინისტრი
 

საქართველოს სპორტის მინისტრის

ბრძანება №10

2026 წლის 15 აპრილი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტის მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18  მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 მაისის №141 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ და „შ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტის მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/08/2025, 010320020.22.098.016002) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება, განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ბ) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, სპორტის მნიშვნელობის, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში მისი როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

გ) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნებისათვის, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა;

დ) სპორტში დოპინგის გამოყენებასთან, სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან და სპორტში ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) სპორტის სფეროსთვის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

ზ) სამინისტროს მიერ აღიარებულ და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმების შემუშავება;

თ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების გამჭვირვალე სისტემების შემუშავება და დახვეწა;

ი) დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სპორტული ორგანიზაციის აღიარების, აღიარებული სპორტული ორგანიზაციის დაფინანსების (მათ შორის, წლიური დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის, მისი ცვლილების (ზრდა/კლება) მიზნით; ასევე, შესაბამის შემთხვევებში, სათანადო ღონისძიებების განხორციელება სპორტული ორგანიზაციის აღიარების შეჩერების/შეწყვეტის, აღიარებული სპორტული ორგანიზაციისთვის დაფინანსების შემცირების, სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის მიზნით;

კ) აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებების, მათი ცვლილების შესახებ შეთანხმებების, ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებების გაფორმების ინიციირება და მათი გაფორმების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ლ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, სამინისტროს მიერ დაფინანსებულ სპორტულ ორგანიზაციებში ანტიკორუფციული მექანიზმებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა და მათი მონიტორინგი;

მ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი სპორტული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ნ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი შესაბამისი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, მათ დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

ო) მაღალი მიღწევების სპორტისა და ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა;

პ) სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ჟ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

რ) საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ტ) სასპორტო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა სახელმწიფო მხარდაჭერა;

უ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში კვლევითი საქმიანობის განხორციელება და მისი კოორდინაცია;

ფ) სპორტის სფეროში სხვადასხვა სახის, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, კვლევისა და პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა/შექმნის ხელშეწყობა;

ქ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ღ) სპორტის სფეროში სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება;

ყ) საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სპორტის სფეროში განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება; შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათი შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, მათ შორის, შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების ასიგნებებიდან დაფინანსების თაობაზე სპორტულ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება;

შ) სამინისტროს საბიუჯეტო პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესის შესაბამისად, სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის:

შ.ა) ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორებისათვის, საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულებისა და პრიზიორებისათვის, ოლიმპიურ სახეობებში დიდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებისათვის სტიპენდიების გაცემის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

შ.ბ) ვეტერან სპორტსმენთა და ვეტერან სპორტის მუშაკთა სოციალური დახმარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

შ.გ) საქართველოს სპორტსმენთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების გაცემის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

შ.დ) შესაბამისი სპორტული შედეგების მიღწევის შემთხვევაში სპორტსმენთა, მწვრთნელთა საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, ასევე სპორტული ორგანიზაციებისათვის შესაბამისი ფულადი პრიზების გაცემის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

შ.ე) მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარების  მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ჩ) დადგენილი წესით, სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების პროექტების დაფინანსების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამინისტროში წარდგენილი საპროექტო განაცხადების განხილვა, პროექტების დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებების, შეთანხმებების გაფორმებისა და მათში ცვლილებების შეტანის/მათი გაუქმების პროცესში მონაწილეობის მიღება; პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ სამინისტროში წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა, აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;

ც) სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ძ) პირების, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სპორტის განვითარებისათვის, ასევე სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სფეროში მოღვაწე სხვა პირების სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ინიციირება;

წ) სპორტის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების ხელშეწყობა;

ჭ) სამინისტროს მიერ მიღებული გრანტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ხ) სპორტის სფეროში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშგებასთან, ასევე პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

ჯ) სპორტის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების მიზნით საკითხების ინიციირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;

) სპორტის მიმართულებით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებსა და სხვა უწყებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კოორდინაციის სისტემის დანერგვა და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ჰ​1) კომპეტენციის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების განხორციელებისას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

2) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულება.“.

2. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

მუხლი 61

1. დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის მეორადი სტრუქტურული ერთეული – კვლევისა და ანალიზის სამმართველო, რომლის ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება და მისი კოორდინაცია;

ბ) სპორტის სფეროში სხვადასხვა სახის, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების კოორდინაცია, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;

გ) პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნის კოორდინაცია/ხელშეწყობა;

დ) სპორტის პოლიტიკის განვითარების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, სტრატეგიებისა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და შემუშავების კოორდინაცია;

ე) სტრატეგიებისა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისად, სპორტის სფეროში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დებულებიდან და ამ დებულებიდან გამომდინარე სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას, სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესრულების კონტროლს;

ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში და ასრულებს მათ დავალებებს;

გ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ე) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულებას;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

4. სამმართველოს უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა  და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის დავალებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფროსი.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, ხოლო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები – ასევე სამმართველოს უფროსის წინაშე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სპორტის მინისტრიშალვა გოგოლაძე