დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1951 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.230.040.22.033.009.756 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.009.756
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1951
2006 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №126, მუხ.1407) დამტკიცებულ ,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,17. ფორმა №1, აგრეთვე ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცნობა საგადასახადო დეპარტამენტში წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულო დაწესებულების მიერ დოკუმენტების ლეგალიზების წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს განსხვავებულ წესს. საგადასახადო დეპარტამენტში წარდგენილ უნდა იქნეს ფორმა №1-ის (მოთხოვნის) ორიგინალი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. თავის მხრივ საგადასახადო დეპარტამენტი ამოწმებს, თუ ტექნიკურად რამდენად სწორად (სრულყოფილად) არის შევსებული ფორმა (მოთხოვნა) და უზრუნველყოფს მის შესაბამისი საგადასახადო ინსპექციისათვის გადაგზავნას. ფორმა №1-ისა და ზემოაღნიშნული ცნობის წარდგენა საკონსულო დაწესებულების მიერ დოკუმენტების ლეგალიზების გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელზედაც მიერთებულია საქართველო. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებულ უნდა იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ, რაც უნდა დასტურდებოდეს გერბიანი ბეჭდით.“.
2. მე-2 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,19. იმ შემთხვევაში, როდესაც არარეზიდენტმა, ფორმა №1ის წარმოდგენისა და გამოყენების შემდგომ, მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში კვლავ მიიღო შემოსავალი იმავე ან სხვა რეზიდენტისაგან, დასაშვებია ადრე წარმოდგენილი ფორმა №1-ის მე-5 ნაწილის ინფორმაციის, აგრეთვე ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის გამოყენება.“.
3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:
,,20. თუ რეზიდენტსა და არარეზიდენტს შორის დადებული ხელშეკრულება არ აკონკრეტებს მომსახურების საკომპენსაციო თანხას (მაგალითად, ხელშეკრულება ითვალისწინებს მხოლოდ არარეზიდენტის მიერ მომსახურების გაწევის ვალდებულებას და ტარიფს, ხოლო საკომპენსაციო თანხა დამოკიდებულია შემკვეთის მიერ კონკრეტული განაცხადების მიხედვით ფაქტობრივად განხორციელებულ მომსახურების მიწოდებაზე), ასეთ შემთხვევაში დასაშვებია ფორმა №1 შევსებულ და წარმოდგენილ იქნეს კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში მისაღებ კომპენსაციაზე.“.
4. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. მე-4 ნაწილში ,,შემოსავლის გადამხდელის ცნობა“ რეზიდენტმა უნდა დაადასტუროს მე-2 და მე-3 ნაწილებში მოცემული ინფორმაციის (ცხრილის მე-5 და მე-6 სვეტების გარდა) სისწორე. ეს ნაწილი ხელმოწერილ უნდა იქნეს რეზიდენტის უფლებამოსილი პირის მიერ, ამ პირის სახელის, გვარის, თანამდებობისა და შევსების თარიღის მითითებით და დამოწმებულ უნდა იქნეს ამ პირის ბეჭდით (ასეთის არსებობისას). თუ არარეზიდენტის მიერ ფორმა №2-ის წარმოდგენის მომეტისათვის რეზიდენტი, რომელსაც ევალებოდა ამ ფორმის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების შევსება, ლიკვიდირებულია, არარეზიდენტის მიერ ფორმა №2 შეიძლება წარმოდგენილ იქნეს აღნიშნული ნაწილების შევსების გარეშე. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ თავად უნდა უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის მოძიება და ფორმის შესაბამისი ნაწილების შევსებადამოწმება. სხვა შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ არასრულად შევსებული ფორმა №2 არ მიიღება.“.
5. მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. ფორმა №2, აგრეთვე ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ცნობა საგადასახადო დეპარტამენტში წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულო დაწესებულების მიერ დოკუმენტების ლეგალიზების წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს განსხვავებულ წესს. თავის მხრივ, საგადასახადო დეპარტამენტი ამოწმებს, თუ ტექნიკურად რამდენად სწორად (სრულყოფილად) არის შევსებული ფორმა (მოთხოვნა) და უზრუნველყოფს მის შესაბამისი საგადასახადო ინსპექციისათვის გადაგზავნას. ფორმა №2-ისა და ზემოაღნიშნული ცნობის წარდგენა საკონსულო დაწესებულების მიერ დოკუმენტების ლეგალიზების გარეშე შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელზედაც მიერთებულია საქართველო. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებულ უნდა იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ, რაც უნდა დადასტურდეს გერბიანი ბეჭდით.“.
6. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე პუნქტი:
,,25. იმ შემთხვევაში, როდესაც არარეზიდენტი, ფორმა №2-ის წარმოდგენისა და გამოყენების შემდგომ, მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ მიიჩნევს, რომ მისი შემოსავლებიდან დაბეგრილი თანხა აღემატება საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმებით გათვალისწინებულ გადასახდელ თანხას და მოითხოვს მის დაბრუნებას, დასაშვებია ადრე წარმოდგენილი ფორმა №2-ის მე-6 ნაწილის ინფორმაციის, აგრეთვე ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის გამოყენება.“
7. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. მე-4 ნაწილი ,,შემოსავლის გადამხდელის ცნობა“ ივსება რეზიდენტის მიერ იმის თაობაზე, რომ პირველი და მე-2 ნაწილებით წარმოდგენილი ინფორმაცია სწორია. ამ ნაწილს ხელი უნდა მოაწეროს რეზიდენტის უფლებამოსილმა პირმა, თავისი სახელის, გვარის, თანამდებობის, თარიღის მითითებით და დაამოწმოს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელი წარმოადგენს უცხო ქვეყნის რეზიდენტს, მე-4 ნაწილი არ ივსება. თუ არარეზიდენტის მიერ ფორმა №3-ის წარმოდგენის მომენტისათვის რეზიდენტი, რომელსაც ევალებოდა ამ ფორმის მე-4 ნაწილის შევსება, ლიკვიდირებულია, არარეზიდენტის მიერ ფორმა №3 შეიძლება წარმოდგენილ იქნეს აღნიშნული ნაწილის შევსების გარეშე. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ თავად უნდა უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის მოძიება და ფორმის შესაბამისი ნაწილის შევსება-დამოწმება. სხვა შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ არასრულად შევსებული ფორმა №3 არ მიიღება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები