დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016984 |
|
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2021; 220020000.18.011.016549) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისათვის, მიკრობანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისთვის და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის. ამ წესის 121 მუხლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა (შემდგომში − საგადახდო მომსახურების პროვაიდერები) და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. ამ წესის 131 მუხლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის.“. 2. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი: „მუხლი 121. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესით“ გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ 231 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი და მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელთან კომუნიკაცია წარმართოს ამ წესის დანართი №13-ით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის მომხმარებელი არის „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების მომხმარებელი.“. 3. დაემატოს დანართი №13 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
კომერციულმა ბანკმა, მიკრობანკმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება საბარათე ოპერაციების შემთხვევაში უზრუნველყონ 2026 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში − 2027 წლის 1 მაისიდან.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები