დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | REG 9 26 00000557 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 14/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: 1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს მისამართის ცვლილება: კერძოდ, „შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ (ს/ნ 205284093; ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ლევან ჩარკვიანის ქუჩა №8)" ნაცვლად, დაფიქსირდეს „შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“ (ს/ნ 205284093; ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ლევან ჩარკვიანის ქუჩა №10)“ და გაიცეს პათოლოგანატომიური საქმიანობის ახალი სალიცენზიო მოწმობა და სალიცენზიო მოწმობის დანართები შემდეგ საქმიანობებში: ა) ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა. ბ) ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა. 2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად; 3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. საფუძველი: შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ (ს/ნ 205284093) დირექტორის უფლებამოსილი პირის, მარიამ კვანტალიანის განცხადებები (№79394, 23.01.2026; № 178900, 11.02.2026; № 230623, 23.02.2026; № 234591, 23.02.2026; № 185312, 12.02.2026; № 282100, 04.03.2026) და თანდართული დოკუმენტაცია. სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები