„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1509-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 270000000.05.001.103061
1509-Vმს-XIმპ
15/04/2026
ვებგვერდი, 15/04/2026
270000000.05.001.103061
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.04.2015, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.05.001.017705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“–„ნ“ ქვეპუნქტები:

„ზ) არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული, მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი;

თ) საქართველოში ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ი) ახორციელებს საქმიანობას საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ;

კ) ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად ახორციელებს შრომით საქმიანობას და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს;

ლ) ახორციელებს შრომით საქმიანობას/სწევს მომსახურებას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ და ეს შრომითი საქმიანობა/მომსახურება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება;

მ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველ, მეორე ან მესამე კატეგორიის საწარმოში ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ხელმძღვანელობით ან მმართველობით საქმიანობას ან ახორციელებს საქმიანობას აუდიტის კომიტეტში;

ნ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო, სარესტავრაციო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ საქმიანობას.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ იმ ურთიერთობებზე ან პირობებზე, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „გ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ2) თვითდასაქმებული უცხოელი − საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანია ფინანსური სარგებლის მიღება;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა – უცხოელის მიერ საქართველოში განხორციელებული პროფესიული საქმიანობა/მომსახურება, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით, არ არის ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხანგრძლივი დასაქმება და კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან არის დაკავშირებული. უცხოელის მიერ განსახორციელებელი მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.“.

3. 131 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მხოლოდ იმ უცხოელს, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულია შრომითი ბინადრობის ნებართვა, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ შრომითი საქმიანობის უფლებასთან ერთად (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა), აქვს საქართველოში შრომითი მოწყობისა და ისეთი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლიდანაც იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეკონომიკურ სარგებელს.“.

4. 136 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) მას არ აქვს წარდგენილი საქართველოს მთავრობის  დადგენილებით განსაზღვრული შრომითი/სამეწარმეო  საქმიანობის განხორციელების კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;

ვ) მას არ აქვს წარდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 139 მუხლი:

„მუხლი 139. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელება

1. უცხოელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ ეს საქმიანობა ხორციელდება დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ არის ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხანგრძლივი დასაქმება და კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან არის დაკავშირებული.

2. უცხოელის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან არის დაკავშირებული. უცხოელის მიერ განსახორციელებელი მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალი, აგრეთვე მათი განხორციელების ხანგრძლივობა, საქმიანობის მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად მიჩნევის კრიტერიუმები და აღნიშნული საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი არ მიიჩნევა შრომით იმიგრანტად ან თვითდასაქმებულ უცხოელად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

15 აპრილი 2026 წ.

N1509-Vმს-XIმპ