დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1511-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.103060 |
|
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის: ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე გასცემს ელექტრონულ ვიზას, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადი წარდგენილ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, გარდა ამ მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და რომლის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი არსებობს, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“; გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა ასევე შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედების ვადითა და საქართველოში 1 წლის ვადით ყოფნის უფლებით მხოლოდ C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის გაცემის შემთხვევაში.“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ ქვეპუნქტი: „გ.ე) C5 კატეგორიის − მოკლევადიანი, ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის და რომელსაც ასევე უფლება აქვს, განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ეს საქმიანობა არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება. ამ კატეგორიის ვიზა გაიცემა აგრეთვე აღნიშნული პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე;“. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გასაცემად, გარდა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე D კატეგორიის საიმიგრაციო ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევისა, უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებულ სავიზო განაცხადს.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შემცირდეს 5 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაცემის ვადა 5 დღეზე მოკლე პერიოდამდე შეიძლება შემცირდეს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში.“; გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“. 4. მე-11 მუხლის: ა) 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, აგრეთვე ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, აგრეთვე ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება. 32. უცხოელს C5 კატეგორიის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე. ეს უარი არ გასაჩივრდება.“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-11 მუხლის 3 1 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებაზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 აპრილი 2026 წ. N1511-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები