„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 340150000.10.003.025706
157
16/04/2026
ვებგვერდი, 17/04/2026
340150000.10.003.025706
„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №157

2026 წლის 16 აპრილი

   ქ. თბილისი

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2020, 340150000.10.003.021861) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში (№1 დანართი):

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) პაპიროსი;“;

ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ1“ ქვეპუნქტი:

„ა.ბ1) სიგარა, სიგარილა;“;

გ) „ა.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ1“ ქვეპუნქტი:

„ა.ზ1) ნიკოტინის შემცველი პროდუქტი, თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად;“;

დ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მოსაწევი თამბაქო − თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმი, მათ შორის, ამ მუხლის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებში მითითებული თამბაქოს ნაწარმი (გარდა ამავე მუხლის „ა.ა“ − „ა.ბ1“ ქვეპუნქტებში მითითებული თამბაქოს ნაწარმისა), რომელიც მიიღება დაჭრილი თამბაქოს მომზადების/წარმოების (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩის, დანამვისა და სოუსირების, თამბაქოს ნედლეულის შერევის, თამბაქოს დაჭრის, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავების, დაჭრილი თამბაქოს არომატიზების, დაჭრილი თამბაქოს შერევისა და მზა პროდუქტის შეფუთვის) პროცესის შედეგად;“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის (გარდა სიგარს, სიგარილს, არმოსაწევი თამბაქოს, ელექტრონული სიგარეტების, თამბაქოს ახალი ნაწარმის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად და გასახურებელი თამბაქოსი) შეფუთვაზე განსათავსებელი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები

1. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის (გარდა სიგარის, სიგარილის, არმოსაწევი თამბაქოს, ელექტრონული სიგარეტების, თამბაქოს ახალი ნაწარმის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად და გასახურებელი თამბაქოსი)  შეფუთვაზე განთავსებული უნდა იქნეს შემდეგი სახის ძირითადი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) „მოწევა კლავს“;

ბ) „მწეველები კვდებიან ადრე“;

გ) „მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენ ირგვლივ მყოფთ“.

2. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის (გარდა სიგარის, სიგარილის, არმოსაწევი თამბაქოს, ელექტრონული სიგარეტების, თამბაქოს ახალი ნაწარმის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად და გასახურებელი თამბაქოსი) კოლოფებსა და ბლოკებზე განთავსებული უნდა იქნეს შემდეგი სახის დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები:

ა) „თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს“;

ბ) „მოწევით თქვენ იორმაგებთ ინსულტის განვითარების რისკს“;

გ) „მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს“;

დ) „თამბაქოს მოხმარება იწვევს შარდის ბუშტის კიბოს“;

ე) „თამბაქოს მოხმარებამ შესაძლოა, იმპოტენტად გაქციოთ“;

ვ) „თამბაქოს მოწევა აზიანებს თქვენს ღრძილებსა და კბილებს“;

ზ) „ნუ აიძულებთ ბავშვებს, ისუნთქონ თამბაქოს კვამლი“;

თ) „მოწევა იწვევს სიბრმავეს“;

ი) „მოწევა იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებს“.

3. საქართველოში (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის (გარდა სიგარის, სიგარილის, არმოსაწევი თამბაქოს, ელექტრონული სიგარეტების, თამბაქოს ახალი ნაწარმის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად და გასახურებელი თამბაქოსი) შეფუთვაზე დამატებით, სამედიცინო გაფრთხილებებთან ერთად, განთავსებული უნდა იქნეს შემდეგი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, შესაბამისი წარწერით: „მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა“.

4. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის (გარდა სიგარის, სიგარილის, არმოსაწევი თამბაქოს, ელექტრონული სიგარეტების, თამბაქოს ახალი ნაწარმის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად და გასახურებელი თამბაქოსი) შეფუთვაზე, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ქართულ ენაზე შესრულებულ ძირითად და დამატებით სამედიცინო გაფრთხილებებთან, საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და თანდართულ ტექსტთან ერთად, განთავსებული უნდა იქნეს აფხაზურ ენაზე შესრულებული, ამ დადგენილებით დადგენილი, შესაბამისი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის თანდართული ტექსტი (დანართი №3).

5. საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის (გარდა სიგარის, სიგარილის, არმოსაწევი თამბაქოს, ელექტრონული სიგარეტების, თამბაქოს ახალი ნაწარმის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად და გასახურებელი თამბაქოსი) შეფუთვაზე დამატებით, გაფრთხილებებთან ერთად, განთავსებული უნდა იქნეს ამ დადგენილების დანართი №4-ით გათვალისწინებული შესაბამისი პიქტოგრამები.

6. თამბაქოს მწარმოებლებმა ან/და იმპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ ამ მუხლით დადგენილი ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებებისა და შესაბამისი პიქტოგრამების გამოყენება და როტაცია, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე ამ წესის მე-9 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სამედიცინო გაფრთხილების ტექსტის დატანის შემთხვევაში, ამავე მუხლით გათვალისწინებული ტექსტობრივი წარწერაც განთავსებულად ჩაითვლება.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. საქართველოში რეალიზაციისთვის განკუთვნილი სიგარს, სიგარილს, არმოსაწევი თამბაქოს, თამბაქოს ახალი ნაწარმის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად და გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე განსათავსებელი სამედიცინო გაფრთხილება

1. სიგარის, სიგარილის, არმოსაწევი თამბაქოს, თამბაქოს ახალი ნაწარმის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად და გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) განთავსებულ უნდა იყოს შემდეგი წარწერა:

ა) „თამბაქოს ეს ნაწარმი მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის და იწვევს დამოკიდებულებას. თამბაქოზე თავის დანებებისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა“;

ბ) „ეს ნაწარმი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. თამბაქოზე თავის დანებებისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა“.

 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სიგარის, სიგარილის, არმოსაწევი თამბაქოს, თამბაქოს ახალი ნაწარმის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად და გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე წარწერა უნდა იყოს განთავსებული აფხაზურადაც:

ა) „Аҭаҭынаалыҵ шәгәабзиара иаҧырхагоуп, шәалашьцылоит Аҭаҭын ахара казыжьыр зҭаху ауаа рзы аус ауеит хәыҧсадатәи аҭелл: 116001“;

ბ) „Аҭаҭынаалыҵ аникотин алоуп, шәалашьцылоит. Аҭаҭын ахара казыжьыр зҭаху ауаа рзы аус ауеит хәыҧсадатәи аҭелл: 116001“.

3. თამბაქოს მწარმოებლებმა ან/და იმპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ ამ მუხლით დადგენილი სამედიცინო გაფრთხილებების გამოყენება და როტაცია, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“.  

5. მე-9 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს  კოლოფის წინა გვერდზე, ხოლო ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება – უკანა გვერდზე, ხოლო ამ დანართის მე-2 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, სამედიცინო გაფრთხილება ამ დანართის მე-8 მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი წარწერით უნდა განთავსდეს კოლოფის წინა და უკანა გვერდებზე. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, შესაბამისი წარწერით, უნდა განთავსდეს დამატებითი გაფრთხილების წარწერის ქვემოთ, ხოლო ამ დანართის მე-2 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, სამედიცინო გაფრთხილების ქვემოთ − 2 ხაზთაშორისი სივრცის ინტერვალის დაშორებით. საკუთრივ ტელეფონის ნომერი − იმავე სახისა და ზომის ფონტით, ხოლო თანდართული ტექსტი − 2 სტანდარტული ერთეულით ნაკლები ზომის. ხაზების დაშორება და ინტერვალები უნდა იყოს სტანდარტული. წარწერები და ნომერი უნდა იყოს გამუქებული, მარჯვენა სწორებით, არ ეხებოდეს გაფრთხილების კიდეებს;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ამ დანართის მე-2 მუხლის „ა.ბ1“, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, შესაბამისი წარწერით, შესაძლებელია, განლაგდეს ერთ ხაზზე.“.

6. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივნისამდე იმპორტირებული სიგარის, სიგარილის, არმოსაწევი თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად, შეფუთვა შესაძლებელია, არ აკმაყოფილებდეს ამ წესით განსაზღვრულ სამედიცინო გაფრთხილების დატანის წესებს. ასეთი პროდუქტის რეალიზაცია დასაშვებია მისი მარაგის სრულ ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 ივნისისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე