დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.025709 |
|
„შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2018, 010320000.10.003.020383) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სახელმწიფო ავიაციის სფერო: ა) მფრინავი/მფრინავი-ნავიგატორი – საფრენი აპარატების ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, საფრენოსნო დაგეგმვის, მფრინავთა მომზადების, ფრენების ხარისხიანი შესრულებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; ეკიპაჟების დამოუკიდებელი მომზადების უზრუნველყოფა; ეკიპაჟთან ერთად საფრენი აპარატის კაბინაში წვრთნების ჩატარება; მფრინავი შემადგენლობის ნავიგაციისა და აერნაოსნობისათვის მომზადების დონის ანალიზი; საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების მომზადება და შემუშავება; ბ) ინჟინერი/ბორტ-ინჟინერი – საფრენი აპარატების საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა; საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების ლაბორატორიული ტექნიკური მომსახურების შესრულება; სახელმწიფო ავიაციის, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და სხვა დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვის განხორციელება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ხარისხისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის მეთოდოლოგიური დოკუმენტების მოთხოვნების შესრულება; ხარისხისა და უსაფრთხოების ეფექტიანი აუდიტის განხორციელება; გ) ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი – დადგენილი წესების მიხედვით, საფრენ აპარატზე ტვირთის განლაგების უზრუნველყოფა; საფრენი აპარატის სამაშველო, სამძებრო და სადესანტო-სატრანსპორტო მოწყობილობების ექსპლუატაცია; დ) ტექნიკოსი/ბორტ-ტექნიკოსი – საფრენ აპარატებსა და კომპონენტებზე გეგმური და არაგეგმური სამუშაოების შესრულება; საფრენი აპარატების ან/და კომპონენტების გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა; ე) ამ პუნქტით განსაზღვრული პირების ხელმძღვანელი პირი/პირები იმ შემთხვევაში, თუ მას/მათ უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები