„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.025710
162
22/04/2026
ვებგვერდი, 23/04/2026
470000000.10.003.025710
„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №162

2026 წლის 22 აპრილი 

ქ. თბილისი

 

„2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №655 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 470000000.10.003.025549) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №6 დანართის („ტუბერკულოზის მართვა“ − პროგრამული კოდი: 27 03 02 06) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16 974.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 13 200 ლარი თვეში)

5,525.0

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოჯისტიკა

1,700.0

3

სტაციონარული მომსახურება

7,674.0

4

პენიტენციური დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

21.0

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

54.0

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არაუმეტეს 90%-ის შესყიდვა

1,500.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა სრულად და სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა არაუმეტეს 80%-ის ოდენობით ფულადი წახალისების დაფინანსება

500.0

 

სულ:

16,974.0.“.

 

2. №17 დანართის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 06):

ა) მე-2 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროგრამის მე-3 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადების (დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, ბეკერის კუნთოვანი დისტროფია, სპინალური კუნთოვანი ატროფია) მქონე საქართველოს მოქალაქეები.“;

ბ) მე-3 მუხლს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადების მქონე პირთა მეთვალყურეობას, მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოცულობისა და პირობების შესაბამისად, კერძოდ:

1.ა) სტაციონარული მეთვალყურეობა;

1.ბ) ამბულატორიული მეთვალყურეობა;

1.გ) ამ ქვეპუნქტის „გ1.ა“ და „გ1.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეთვალყურეობა ითვალისწინებს:

1.გ.ა) ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას − ნევროლოგი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი/ ნუტრიციოლოგი, ორთოპედი;

1.გ.ბ) კლინიკო-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს − ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, 24-საათიანი ჰოლტერ-მონიტორინგი, სპირომეტრია, დენსიტომეტრია, ვიტამინ D-ს კონცენტრაციის განსაზღვრა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ხერხემლის რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინკინაზას განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციური სინჯები (შარდოვანა, კრეატინინი), ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ტუტე ფოსფატაზა, ალტ, ასტ), ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, მაგნიუმი, რკინა) განსაზღვრა, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე;

1.დ) ბენეფიციარმა წლის განმავლობაში შესაძლებელია, მიიღოს ერთი სტაციონარული და ორი ამბულატორიული მეთვალყურეობა.“;

გ) მე-4 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. პროგრამის მე-3 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, სრულად, თანაგადახდის გარეშე, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტარიფებისა და პირობების შესაბამისად.“;

დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „გ1“ ქვეპუნქტისა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.მ.ბ.ა“, „დ.მ.ბ.ბ“ და „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“;

ე) მე-6 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროგრამის მე-3 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ სტაციონარული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მიმწოდებლისთვის დამატებითი პირობები განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 71 026.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება

100.0

2

ფენილკეტონურიისა და ფენილალალინემიის ყოველთვიური მონიტორინგი და ამბულატორიული მეთვალყურეობა

110.0

3

იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადების მქონე პირთა ამბულატორიული და სტაციონარული მეთვალყურეობა

1,026.0

4

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა სტაციონარული მომსახურება

290.0

5

ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამედიცინო მომსახურება,

მათ შორის:

440.0

5.1

ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება (გარდა ენდოპროტეზირებისა)

400.0

5.2

ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრის ენდოპროტეზირება

40.0

6

იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა,

მათ შორის:

69,060.0

6.1

გაფანტული სკლეროზით დაავადებულებისთვის თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

55.0

6.2

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

600,0

 

სულ:

71,026.0.“;

 

ზ) მე-9 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. პროგრამის მე-3 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად. სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე