„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 01/05/2026
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016404
82
01/05/2026
ვებგვერდი, 08/05/2026
310150000.54.066.016404
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №82

2026 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამსად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის „ჰ34“ ქვეპუნქტი:

ა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ჰ34) ფრენის გეგმა – სხ-ის დაგეგმილ ფრენასთან ან ფრენის ნაწილთან დაკავშირებული სპეციფიკური ინფორმაცია.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა 1“ და „შენიშვნა 2“:

„შენიშვნა 1: ტერმინს „ფრენის გეგმა“ შეიძლება წინ უძღოდეს სიტყვები „წინასწარი“, „წარმოდგენილი“ „მიმდინარე“ ან „სამუშაო“, ფრენის პირობებისა და სხვადასხვა ეტაპების მისათითებლად;  

შენიშვნა 2: როდესაც ამ ტერმინს წინ უძღვის სიტყვა „შეტყობინება“, ეს გულისხმობს გადაცემული ფრენის გეგმის მონაცემების შინაარსს და ფორმატს“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავიასპეციალისტებს მიეცემათ ამ წესებით დადგენილი ფორმების მოწმობები (№9 დანართის   შესაბამისად). მოწმობაში შეტანილი ოსტატობის აღნიშვნა მის მფლობელს აძლევს შესაბამისი ფრენებისა და სამუშაოების შესრულების უფლებას. მოწმობისა თუ ოსტატობის აღნიშვნის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული მოწმობისა თუ ოსტატობის აღნიშვნის მისაღებად დადგენილ მოთხოვნებს: ასაკის, ცოდნის, გამოცდილების, უნარისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) XII. განახლებადი ოსტატობის აღნიშვნები“;

გ) მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა 1“ და „შენიშვნა 2“:

„შენიშვნა 1:  სხ-ების კლასის და ტიპის ოსტატობის აღნიშვნა ხორციელდება ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნუსხის – „EASA Class and Type Rating and Endorsement lists“ შესაბამისად (ბმული: https://www.easa.europa.eu/en/document-library/product-certification/typeratings-and-licence-endorsement-lists).

შენიშვნა 2: სხ-ის კლასის/ტიპის ოსტატობები, სათანადო უფლებამოსილებების, სფწ ოსტატობის და მოქმედების ვადების მითითებით (მაგ.: PIC, PICUS, Co-Pilot, Co-Pilot Trainee, PI, CPI, TRI/SFI, TRE/SFE, IR, FA, FA-Trainee და სხვ.), აღინიშნება XII პუნქტის შესაბამის გრაფებში.“;

დ) მე-4 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) XIII. განსაკუთრებული აღნიშვნები, რომლებიც ითვალისწინებს სარადიოტელეფონო კავშირის  ენის და/ან ინგლისური ენის (პროფესიული საავიაციო) ცოდნის დონეს, აგრეთვე, სხვადასხვა შეზღუდვებს (მაგ.: ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა, ფრენის კრეისერულ ეტაპზე მეორე  პილოტ-შეგირდის შეზღუდვა და სხვ.).“;

ე) მე-4 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა 1. ინგლისურის ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებული ცნობები აღინიშნება მხოლოდ პილოტების მოწმობებში, შემდეგი ნიმუშების შესაბამისად: „მოწმობის მფლობელმა გამოამჟღავნა საჰაერო ხომალდზე ინგლისურ ენაზე სარადიოტელეფონო მოწყობილობის გამოყენების კომპეტენცია. The holder of this license has demonstrated competence to operate R/T equipment on board of the aircraft in English.“  „პროფესიული საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის მე-4 დონე მოქმედია – რრ.თთ.წწ.. English Language Proficiency Level-4 Valid Until DD.MM.YYYY.“;

ვ) მე-4 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა 2“:

„შენიშვნა 2. სხვა განსაკუთრებული აღნიშვნები, რომელიც უკავშირდება ავიაკომპანიის  საექსპლუატაციო სპეციფიკაციებსა და შეზღუდვებს, აღინიშნება ექსპლუატანტის მიერ შემუშავებულ ფორმაში ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს შესაბამისად“.

4. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ავიასპეციალისტის მოწმობის და მისი დუბლიკატის გაცემის წესი“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ავიასპეციალისტის მოწმობის  დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, მოწმობის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, მოწმობის დასახელების ქვემოთ, ქართულ და ინგლისურ ენაზე აქვს წარწერა  – „დუბლიკატი“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ავიასპეციალისტის მოწმობის/ოსტატობის მოქმედების ვადები და მათი გაგრძელების წესები

1. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადაა:

ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის, კომერციული პილოტის, ბორტინჟინრის (ბორტმექანიკოსის) – 1 წელი;

ბ) ბორტგამყოლის – 2 წელი;

გ) მოყვარული პილოტის, პლანერის პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის – 5 წელი;

დ) ავიადისპეტჩერის – 4 წელი.

2. ავიასპეციალისტის ოსტატობის მოქმედების ვადები განისაზღვრება ამ წესის მე-10 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად.

3. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადები იზღუდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის (თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი) და კომერციული პილოტის (თვითმფრინავი, დირიჟაბლი, ვერტმფრენი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი) მოწმობის მოქმედების ვადა შემცირდება 6 თვემდე, თუ მათ შეუსრულდათ 40 წელი და ახორციელებენ ერთპილოტიანი საჰაერო ხომალდით კომერციულ ფრენებს მგზავრთა გადასაყვანად; 

ბ) მოყვარული პილოტის (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დირიჟაბლი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი), თავისუფალი აეროსტატის პილოტის, პლანერის პილოტის მოწმობის მოქმედების ვადა შემცირდება 24 თვემდე, თუ მათ შეუსრულდათ 40 წელი, ხოლო მოყვარული პილოტის (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დირიჟაბლი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი), თავისუფალი აეროსტატის პილოტის, პლანერის პილოტის მოწმობის მოქმედების ვადა შემცირდება 12 თვემდე, თუ მათ შეუსრულდათ 50 წელი.

4. 60 წლის ასაკს გადაცილებული პილოტი:

ა) კომერციულ ფრენებზე დაიშვება პილოტის რანგში იმ პირობით, თუ ეკიპაჟში ის არის ერთადერთი პილოტი, რომელიც 60 წლის ასაკს გადასცილდა;

ბ) არ დაიშვება კომერციულ ფრენაზე მეთაურის რანგში ერთპილოტიან საჰაერო ხომალდზე;

გ) 65 წლის ასაკს გადაცილებული ნებისმიერი სახეობის საჰაერო ხომალდის პილოტი, გარდა თავისუფალი აეროსტატის პილოტისა, კომერციულ ფრენაზე არ დაიშვება. თავისუფალი აეროსტატის პილოტი კომერციულ ფრენაზე არ დაიშვება, თუ იგი გადაცილებულია 70 წლის ასაკს.

შენიშვნა: ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მიზნებისათვის, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმობის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადას.

5. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად კანდიდატმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავიასპეციალისტების მოწმობების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად:

ა.ა) განცხადება ამ წესის №1 დანართის შესაბამისად;

ა.ბ) საქართველოში რეგისტრირებული სხ-ის ექსპლუატანტის ან მესაკუთრის შუამდგომლობა (გარდა მოყვარული პილოტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის),  საქართველოს მოქალაქეობის არმქონე საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში (დანართი №2);

ა.გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ავიასამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი კლასის მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი (ამ წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავიასპეციალისტების გარდა);

ა.დ) ბოლოს გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა ან მოწმობის სრული ასლი.

ბ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ასევე:

ბ.ა) ოსტატობის გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში, უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმების შედეგები ამ წესის №4 დანართის შესაბამისად:

ბ.ა.ა) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სასწავლო დაწესებულების საწაფზე ან საჰაერო ხომალდზე საწაფის არარსებობის შემთხვევაში; ან

ბ.ა.ბ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საწაფზე;

ბ.ა.გ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (CPI, SFE, TRE, FE) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული პირი არის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-ის წარმომადგენელი/თანამშრომელი და სდ-ის ფარგლებში ატარებს შემოწმებას.

ბ.ბ) პროფესიული ინგლისური ენის ცოდნის  ჩანაწერის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-დან:

ბ.ბ.ა) საერთაშორისო რეისებზე დაკავებული პილოტებისთვის – არანაკლებ იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით მე-4 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ბ.ბ) შიდა რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისათვის – სარადიოტელეფონო კავშირის წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ.გ) ოსტატობის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ან ელექტრონული საფრენოსნო წიგნაკის პირველი გვერდი (მფრინავის პირადი მონაცემები) და ბოლო  გვერდები, რომლებიც განაპირობებს წინა განცხადებით წარმოდგენილი ჩანაწერების უწყვეტობას  და დადასტურებული იქნება:

ბ.გ.ა) კომერციული ან საწვრთნელი ფრენების შემთხვევაში, შესაბამისი დამსაქმებლის (ექსპლუატანტის) ან უფლებამოსილი ორგანიზაციის წარმომადგენლის ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ.გ.ბ) სამოყვარულო ფრენების განხორციელების შემთხვევაში – პილოტის ხელმოწერით“.

6. მე-10 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ბორტინჟინრის საკვალიფიკაციო და უნარების შემოწმების შედეგები მოქმედია ერთი წლის განმავლობაში“.

7. მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა ჯგუფის პილოტი და ბორტინჟინერი ვალდებულია იცოდეს (ესმოდეს და ლაპარაკობდეს) სარადიოტელეფონო კავშირისას გამოყენებული ენა.

2. პილოტმა (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ), რომელმაც პროფესიული ინგლისური ენის ცოდნის შემოწმებისას მიიღო იკაოს შეფასებათა შკალით დადგენილ მე-6 (ექსპერტის) დონეზე დაბალი შეფასება, მომდევნო შეფასება უნდა გაიაროს შემდეგი პერიოდულობით:

ა) ინგლისური ენის სამუშაო (მე-4) დონეზე ცოდნის სერტიფიკატის მფლობელმა – 3 წელიწადში ერთხელ;

ბ) ინგლისური ენის გაძლიერებულ (მე-5) დონეზე ცოდნის სერტიფიკატის მფლობელმა – 6 წელიწადში ერთხელ“.

8. მე-18 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ ქვეპუნქტი:

„დ.გ) თვითმფრინავის პილოტებისთვის, დამატებით გავლილი უნდა ჰქონდეთ გაურკვეველ სივრცულ მდგომარეობაში მოხვედრის თავიდან აცილებისა და ამ მდგომარეობიდან გამოყვანისათვის საჭირო (UPRT) მომზადების ძირითადი ელემენტები“.

9. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ კანდიდატს აქვს ბორტინჟინრად და/ან აერნაოსნად ნაფრენი, მას 1500 (1000) ნაფრენ სთ-ში, ჩაეთვლება ამ ნაფრენის 50%, მაგრამ არაუმეტეს 250 საათისა“.

10. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) კანდიდატი, თეორიული სწავლების სრული კურსის დასრულების შემდეგ, განცხადების წარდგენამდე 6 თვის განმავლობაში, ავიადისპეტჩერის ზედამხედველობით, უშუალოდ ასრულებდა თავის ფუნქციებს არანაკლებ 90 სამუშაო დღე.“;

ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:

„შენიშვნა: თუ კანდიდატი სააგენტოში განაცხადის წარმოდგენამდე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ავიადისპეტჩერის პოზიციაზე სერტიფიცირებული სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, შესაძლებელია თეორიული სწავლება გავლილი ჰქონდეს პრაქტიკული მუშაობის პერიოდში ან პრაქტიკის დაწყებამდე“. 

12. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. 38-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

15. დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

16. №12 და №16 დანართები ძალადაკარგულად გამოცხადდეს.

მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული, ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტისა.

2. ბრძანების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული, ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან.

 


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი