„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1550-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.103071
1550-Vმს-XIმპ
29/04/2026
ვებგვერდი, 30/04/2026
020000000.05.001.103071
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796) პირველი მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 239-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. ამ კოდექსის 16512–16520, 16522 და 16523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ამ კოდექსის 16521 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ:

ა) საჯარო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები – თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს უფლებამოსილი პირები – თუ არ შესრულდა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შერჩევის პროცესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.“.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

29 აპრილი 2026 წ.

N1550-Vმს-XIმპ