ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1552-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.103072
1552-Vმს-XIმპ
29/04/2026
ვებგვერდი, 30/04/2026
360160000.05.001.103072
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),  12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი − ობიექტი, სადაც ინახება ნარჩენები 3 წელზე ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია განთავსებისთვის, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება ამ კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად;“;

ა.ბ) „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:

„ვ2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა;“;

ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით.“.

3. მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს სახიფათო, არასახიფათო და ინერტული ნარჩენების, მათ შორის, მუნიციპალური, ბიოდეგრადირებადი, სამედიცინო, ცხოველური, სპეციფიკური და სხვა ნარჩენების, ნაკადების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.“.

4. მე-12 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის მიზნის მისაღწევად და ნარჩენების მართვის პრინციპებისა და ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული პოლიტიკის განსახორციელებლად სამინისტრო ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად ყოველ 3 წელიწადში შეიმუშავებს ნარჩენების მართვის 3-წლიან ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

5. მე-18 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაგრძელება, ხოლო საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის 1 წელზე მეტი ხნით გახანგრძლივება, თუ დასტურდება, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.“.

6. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე აღდგენა/განთავსება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“.

7. 441 მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის დისტრიბუტორის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“;

გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის, არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის, სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშში არასწორი/არასრული ინფორმაციის მითითება, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“;

ე) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“;

ვ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

„10. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, გარდა ამ მუხლის პირველი−მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.

8. 47-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსით  გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება (ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული გამონაკლისის გათვალისწინებით) ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 351 მუხლით, მე-40−402 ან 42-ე−44-ე მუხლებით ან 441 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“;

გ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 ნაწილი:

„101. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებისას ადმინისტრაციულსახდელდადებულმა პირმა (სამართალდამრღვევმა) ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. თუ პირი ამ დადგენილებით/საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის, მას ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.“.

9. 48-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ნარჩენების მართვის 2022−2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემდგომი, 2027−2030 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდეს საქართველოს ნარჩენების მართვის 2016−2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მოქმედების ვადის შესაბამისად.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

29 აპრილი 2026 წ.

N1552-Vმს-XIმპ