„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/04/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016475
13
28/04/2026
ვებგვერდი, 30/04/2026
010340000.32.061.016475
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №13

2026 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის   აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის 9 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016471) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო (შემდგომში – მომსახურების სააგენტო).“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს მომსახურების სააგენტოს.“;

გ) დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების პირველი პუნქტის მიზნებისათვის 2026 წლის პირველ ივნისამდე სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის – „ბიზნეს-ინკუბატორის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.“;

დ) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის პირველი ივნისიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე