დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაზვერვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 29 ივლისის №58 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 04/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130040000.63.075.016210 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„დაზვერვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 29 ივლისის №58 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2025, 130040000.63.075.016186) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-12 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, გლობალურ და რეგიონალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;“. 2. მე-14 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით;“. 3. მე-15, მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15 სააგენტოს უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მუხლი 16 სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. მუხლი 17 1. სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით. 2. სააგენტოს უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე, თუ სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით აღნიშნული მოვალეობის შესრულება არ დაეკისრა სააგენტოს უფროსის სხვა მოადგილეს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები