დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 17/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.110.000.22.027.009.812 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.009.812
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №16
2007 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის 63 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 2003 წ., №81, მუხ. 725) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-7 მუხლს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება;“.
2. მე-8 მუხლს „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;“.
3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საგამოძიებო სამმართველო.“.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 203 მუხლი:
„მუხლი 203
1. საგამოძიებო სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3771, 3772, 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3771, 3772, 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საგამოძიებო სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრთან.
3. საგამოძიებო სამმართველოში შედის აღმოსავლეთის განყოფილება და დასავლეთის განყოფილება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები