„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 06/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018843
64/ნ
06/05/2026
ვებგვერდი, 07/05/2026
430030000.22.022.018843
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №64/ნ

2026 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსმ, №126, 01/10/2010, სარეგისტრაციო კოდი:  430030000.22.022.016012) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1):

ა) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები

1. ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ვერ მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსწავლემ უნდა ისარგებლოს მობილობის უფლებით ან მას შეუჩერდება მოსწავლის სტატუსი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევებში, იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

4. თუ საავტორიზაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.“;

ბ) 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 48. ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები

1. ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მაძიებელი ვერ მოიპოვებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის შემთხვევაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პროფესიულ სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.

3. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევებში იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

4. თუ საავტორიზაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა ამ დებულების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა ამ დებულების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ დებულების 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.“;

გ) 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 83. ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები

1. ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის შემთხვევაში:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;

ბ) სტუდენტებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში;

გ) სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.

2. თუ საავტორიზაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა ამ დებულების 64-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა ამ დებულების 68-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ დებულების 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ (დანართი №2):

ა) 15 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყოველ დამატებით საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება ამ დანართის 1​7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფასური პროგრამის სახეობის შესაბამისად გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამებისა, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებების მიერ იმავე მუნიციპალიტეტში ყოველ დამატებით საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს პროგრამის სახეობის შესაბამისად ემატება შემდეგი საფასური:

ა) დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე – 3841.00 ლარი;

ბ) საბაზო ან საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე – 3953.00 ლარი;

გ) დაწყებითი და საბაზო ან დაწყებითი და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე – 5953.00 ლარი;

დ) საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამებზე – 5730.00 ლარი;

ე) ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე – 7619.00 ლარი.“;

ბ) 17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ:

ა) დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 3 841.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 470.00 ლარს;

ბ) საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 4 175.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 693.00 ლარს;

გ) საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 3 953.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 470.00 ლარს;

დ) დაწყებითი და საბაზო ან დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 5953.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 7 693.00 ლარს;

ე) საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 5 730.00 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 7581.00 ლარს;

ვ) სხვა მუნიციპალიტეტში ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის შეადგენს:

ვ.ა) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე დაწესებულებისათვის, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის ფარგლებში – 7 619.00 ლარს;

ვ.ბ) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე დაწესებულებისათვის, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის გარეთ – 10 026.00 ლარს;

ვ.გ) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებებისათვის, მისი მუნიციპალიტეტის გარეთ, გარდა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტისა – 10 026.00 ლარს;

ვ.დ) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებებისათვის, მისი მუნიციპალიტეტის გარეთ, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ფარგლებში – 7 619.00 ლარს;

ზ) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე დაწესებულებებისათვის, იმავე მუნიციპალიტეტებში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამების დამატების საფასური შეადგენს – 7 619.00 ლარს;

თ) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებებისათვის, იმავე მუნიციპალიტეტში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამების დამატების საფასური შეადგენს – 10 026.00 ლარს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე