ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, არასრულწლოვანობის ასაკიდან უდედმამო სტუდენტებისათვის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სასწავლო შემწეობის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, არასრულწლოვანობის ასაკიდან უდედმამო სტუდენტებისათვის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სასწავლო შემწეობის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016723
18
06/05/2026
ვებგვერდი, 07/05/2026
010250050.35.162.016723
ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, არასრულწლოვანობის ასაკიდან უდედმამო სტუდენტებისათვის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სასწავლო შემწეობის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2026 წლის 6 მაისი

ქ. ახმეტა

 

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, არასრულწლოვანობის ასაკიდან უდედმამო სტუდენტებისათვის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სასწავლო შემწეობის დაწესებისა და გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, არასრულწლოვანობის ასაკიდან უდედმამო  სტუდენტებისათვის დაწესდეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სასწავლო შემწეობა.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, არასრულწლოვანობის ასაკიდან უდედმამო სტუდენტებისათვის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სასწავლო შემწეობის გაცემის წესი“ თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი




დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, არასრულწლოვანობის ასაკიდან უდედმამო სტუდენტებისათვის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სასწავლო შემწეობის გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, არასრულწლოვანობის ასაკიდან უდედმამო სტუდენტებისათვის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სასწავლო შემწეობის გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – „მუნიციპალიტეტი“) რეგისტრირებული, არასრულწლოვანობის ასაკიდან უდედმამო სტუდენტებისათვის საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში შემწეობის გაცემის პირობებს და პროცედურებს.

2. წესის მიზანია მუნიციპალიტეტის მიერ არასრულწლოვანობის ასაკიდან უდედმამო ახალგაზრდების სოციალური თანადგომა და უმაღლესი განათლების მიღებაში ხელშეწყობა.

3. ამ წესით განსაზღვრული სასწავლო შემწეობა გაიცემა მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი 05 03) ფარგლებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ან/და სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა, შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს;

ბ) არასრულწლოვანობის ასაკიდან უდედმამო სტუდენტი (შემდგომში – „ბენეფიციარი“) - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც:

ბ.ა) 18 წლის ასაკის მიღწევამდე დარჩა უდედმამოდ ორივე მშობლის ან ერთადერთი მშობლის (მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა) გარდაცვალების, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მშობლის ყველა უფლებისა და მოვალეობის ჩამორთმევის გამო; 

ბ.ბ) 18 წლის ასაკის მიღწევამდე რეგისტრირებული იყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი სოციალური პაკეტის ან/და ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამით განსაზღვრული შესაბამისი დახმარების მიმღებ ბენეფიციარად;

ბ.გ) არის არაუმეტეს 26 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია ახმეტის მუნიციპალიტეტში.

გ) სასწავლო შემწეობა – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მუნიციპალიტეტის მიერ ბენეფიციარისთვის გადაცემული ფულადი თანხა.

მუხლი 3. სასწავლო შემწეობის გაცემის პირობები

1. სასწავლო შემწეობა გაიცემა ბენეფიციარზე, რომელიც:

ა) აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

ბ) განცხადების წარდგენის მომენტისთვის აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის აქტიური სტატუსი (გავლილი აქვს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სხვა საფუძვლით არა აქვს შეჩერებული ან შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი).

2. სასწავლო შემწეობა არ გაიცემა, თუ:

ა) ბენეფიციარს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) ბენეფიციარი აღარ არის რეგისტრირებული ახმეტის მუნიციპალიტეტში;

გ) ბენეფიციარს შეუსრულდა 26 წლის ასაკი;

დ) ბენეფიციარს შეუჩერდა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა) ან შეუწყდა სტუდენტის სტატუსი.

3. გამონაკლისის სახით სასწავლო შემწეობა მხოლოდ ერთჯერადად შეიძლება გაიცეს, თუ სტუდენტის სტატუსი შეჩერებულია ბენეფიციარის ხანგრძლივი ავადმყოფობის ან/და ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობის გამო.

4. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, სასწავლო შემწეობა შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაშიც, თუ:

ა) გაუქმდა სასამართლოს გადაწყვეტილება ბენეფიციარის მშობლის/მშობლების გარდაცვლილად გამოცხადების/უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ იმის გამო, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული/უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირი დაბრუნდა ან აღმოჩნდა მისი ადგილსამყოფელი;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა ბენეფიციარის მშობლისთვის ჩამორთმეული მშობლის ყველა უფლება-მოვალეობა;

გ) აღმოიფხვრა ბენეფიციარის ერთადერთი მშობლისთვის მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის დადგენის შესაბამისი გარემოება/გარემოებები;

დ) განხორციელდა ბენეფიციარის შვილება.

5. ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს მუნიციპალიტეტის მერიას იმ გარემოების არსებობის შესახებ, რომელსაც თან სდევს ან შეიძლება გამოიწვიოს სასწავლო შემწეობის შეჩერება ან შეწყვეტა, მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

მუხლი 4. სასწავლო შემწეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

1. სასწავლო შემწეობის მისაღებად ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

ბ) დაბადების მოწმობა (ერთჯერადად);

გ) მშობლების (ერთადერთი მშობლის) გარდაცვალების მოწმობა (ერთჯერადად);

დ) პირადი საბანკო რეკვიზიტები;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია  (ცნობა) სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს გაცემული ცნობა არასრულწლოვანობის პერიოდში მარჩენალდაკარგულის სტატუსის მინიჭებისა (სამართლებრივი საფუძვლის მითითებით) და 18 წლის ასაკის მიღწევამდე შესაბამისი სოციალური პაკეტის მიმღებ ბენეფიციარად აღრიცხვის თაობაზე (მოთხოვნის შემთხვევაში);

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გაცემული საინფორმაციო ბარათი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ (მოთხოვნის შემთხვევაში);

თ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ბენეფიციარის მშობლის/მშობლების უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ (ერთჯერადად, შესაბამისი გარემოების არსებობის შემთხვევაში);

ი) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ბენეფიციარის მშობლისთვის/მშობლებისათვის მშობლის ყველა უფლებისა და მოვალეობის ჩამორთმევის შესახებ (ერთჯერადად, შესაბამისი გარემოების არსებობის შემთხვევაში);

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გადაწყვეტილება ან/და ცნობა ბენეფიციარის ერთადერთი მშობლისთვის მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის დადგენის შესახებ (ერთჯერადად, შესაბამისი გარემოების არსებობის შემთხვევაში).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენა დასაშვებია მატერიალური ან/და ელექტრონული სახით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის პერსონალური მონაცემები მიიღოს ან/და  შეამოწმოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად არსებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ისარგებლოს საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში არსებული ინფორმაციით, აგრეთვე დამატებით მოითხოვოს/გამოითხოვოს სხვა დოკუმენტები.

მუხლი 5. სასწავლო შემწეობის ოდენობა

სასწავლო შემწეობა ერთჯერადად გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში და მისი ოდენობა თითოეული ბენეფიციარისთვის შეადგენს 2000 ლარს.

მუხლი 6. სასწავლო შემწეობის გაცემის პროცედურა

1. სასწავლო შემწეობის გაცემის შესახებ განცხადებას განიხილავს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ასევე ამ წესის შესაბამისად და დასკვნას/მოხსენებით ბარათს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.

2. სასწავლო შემწეობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

3. სასწავლო შემწეობის თანხა ირიცხება ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.