დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები) სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-55. 552611910 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.168.016046 |
სიღნაღის მუნიცაპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-55. 552611910
2026 წლის 29 აპრილი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები) სახელდების
შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2026 წლის 31 მარტის სხდომის №51 ოქმის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორში გაგრძელდეს ქიზიყის ქუჩა თანდართული ნახაზის თანახმად (დანართი №1) და ამ მონაკვეთს ეწოდოს ქიზიყის ქუჩა.
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების დაინტერესებული მხარისათვის გადაგზავნა.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ. №15) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავითი ჯანიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები