დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016505 |
|
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 13/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016265) და დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია: განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საინფორმაციო საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საოქმო და საარქივო საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები