დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 2 სექტემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016989 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების, სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმებისა და წინასწარი შენატანის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 2 სექტემბრის №228/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 05/09/2024; ს/კ: 220010000.18.011.016873) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სარეზოლუციო ფონდში ირიცხება ბანკების წინასწარი შენატანები, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის შემთხვევაში − ამ დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი შესაბამისი სახსრები, ამ სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით განხორციელებული შენატანები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი სესხები, გარანტიები და გრანტები, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავლები, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. სარეზოლუციო ფონდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებს გარეთ გასაცემი სესხების შემთხვევაში, აღნიშნული სესხების მიღების, გამოყენებისა და ადმინისტრირების საკითხები, მათ შორის, პირობები და პროცედურები შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან/და ხელშეკრულებით განისაზღვრება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები