დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და სისტემურობის ბუფერის განაკვეთის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №320/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200020000.18.011.016988 |
|
„სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და სისტემურობის ბუფერის განაკვეთის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №320/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და სისტემურობის ბუფერის განაკვეთის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №320/04 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 30/12/2024; ს/კ: 200020000.18.011.016891) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სს „ბაზისბანკი“.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები