„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025732
183
07/05/2026
ვებგვერდი, 08/05/2026
040030000.10.003.025732
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №183

2026 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში (სსმ, 103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ ქვეპუნქტი:

„გ) კახეთის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 218 მუხლი

მუხლი 218. კახეთის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნისა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;

ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტიზების ჩატარება;

გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;

დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სამედიცინო, ჰისტოლოგიური, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზების დარგში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე