„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.025733
184
07/05/2026
ვებგვერდი, 07/05/2026
010120000.10.003.025733
„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №184

2026 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23  ივნისის №280 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2015, 010120000.10.003.018665) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სამინისტროს სპეციალური ვებგვერდი − e-VISA PORTAL (www.evisa.gov.ge) გამოიყენება სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფი უცხოელისთვის ელექტრონული ვიზის გაცემასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებისათვის;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთან, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს, გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა ასევე შეიძლება, გაიცეს 5 წლის მოქმედების ვადითა და საქართველოში 1 წლის ვადით ყოფნის უფლებით მხოლოდ C5 კატეგორიის ელექტრონული ვიზის, e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაცემის შემთხვევაში.“.

3. მე-7 მუხლს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ე) C5 კატეგორიის − მოკლევადიანი, ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის და რომელსაც ასევე უფლება აქვს, განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ეს საქმიანობა არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება. ამ კატეგორიის ვიზა გაიცემა აგრეთვე აღნიშნული პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთ ვიზა გაიცემა წარმომადგენლობის მიერ. წარმომადგენლობა უფლებამოსილია, საზღვარგარეთ გასცეს ნებისმიერი კატეგორიის ვიზა, გარდა C5 კატეგორიის ვიზისა.“.

5. 26- მუხლის პირველ პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) D3 კატეგორიის ვიზის გაცემის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში − მიმართვის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;“.

6. 27- მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში − e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევაში, გარდა C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზისა;“;

ბ) მე-3 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა გაიცემა სავიზო განაცხადის წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს. დამატებითი გარემოებების გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 10 სამუშაო დღის ვადაში;“.

7. 27- მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

მუხლი 271. ვიზის გაცემისას საკონსულო მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა

1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 72 და 74 პუნქტების შესაბამისად, ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) წარმომადგენლობის მიერ მოკლევადიანი და გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − 20 აშშ დოლარი, გარდა ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;

ბ) წარმომადგენლობის მიერ D3 კატეგორიის გრძელვადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება:

ბ.ა) 30-ე კალენდარულ დღეს − 20 აშშ დოლარი;

ბ.ბ) დაჩქარებული წესით მე-15 სამუშაო დღეს − 100 აშშ დოლარი;

ბ.გ) დაჩქარებული წესით მე-10 სამუშაო დღეს − 200 აშშ დოლარი.

2. სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − 20 აშშ დოლარი, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

3. სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − 300 აშშ დოლარი.“.

8. 28- მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. უცხოელს C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემაზე უარი შეიძლება, ეთქვას საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე.“.

9. 31- მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, გაიცემა არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში ან 30 კალენდარული დღის ვადით, გარდა C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზისა, რომელიც გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადითა და საქართველოში 1 წლის ვადით ყოფნის უფლებით.“.

10. 31-ე მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები:

„7. C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა ავტომატურად წყვეტს მოქმედებას, თუ უცხოელი მოიპოვებს იმავე კატეგორიის ახალ ვიზას. ამასთან, ახალი C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის საფუძველზე საქართველოში 1 წლის ვადით ყოფნის უფლების ათვლა იწყება აღნიშნული ვიზის საფუძველზე უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან.

8. სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი C5 კატეგორიის მოკლევადიან ელექტრონულ ვიზას გასცემს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.

9. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებზე საქართველოს მოკლევადიანი ელექტრონული ვიზა გაიცემა e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, მტკიცდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

11. 38- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტისა და წარმომადგენლობის გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე უარის თქმის ან ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე, ასევე სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის გადაწყვეტილება ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე საჩივრდება სამინისტროში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად.“.

12. დანართი №9 და დანართი №10 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული 27¹ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული 27¹ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



„დანართი №9

 

საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

Decision on Refusing Georgian Visa

 


------------------------------------------------------------------------------------- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ/დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ/მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილმა საქართველოს ინტერესთა სექციამ/საკონსულო დაწესებულებამ განიხილა საქართველოს ვიზის მიღების მსურველი პირისთვის -––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (სახელი, გვარი, სხვა გვარ(ებ)ი ლათინური ტრანსლიტერაციით) საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით წარმოდგენილი სავიზო განაცხადი (-----/-------/-------№-------) და დაადგინა, რომ უარი ეთქვას საქართველოს ვიზის გაცემაზე შემდეგი საფუძვლით/საფუძვლებით:

------------------------------------------------ ------------------------------------- Ministry of Foreign Affairs of Georgia/Diplomatic Mission/ Georgian Interests Division created at the diplomatic mission of the third state/ Consular Post  have examined the visa application form (-----/-------/

-------№-------) of the applicant ––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (First Name, Last Name, Other Names –  Latin Alphabet to be used) requesting Georgian visa and concluded to refuse Georgian visa on the following ground(s):

 

  • არ არის წარმოდგენილი საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;

 

The person does not have relevant documents for entry in Georgia stipulated by the Georgian legislation;

 

  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველ უცხოელს აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ აქვს გადახდილი ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის;

 

The person has been banned from entering Georgia or has not paid a fine imposed for anunlawful stay in Georgia;

 

  • საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველ უცხოელს არ აქვს გადახდილი საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ჯარიმა;

 

A foreigner wishing to obtain a Georgian visa/enter Georgia has not paid the fine imposed on him/her by Georgian legislation;

 

  • განმცხადებელმა საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად წარადგინა არასრული, ყალბი  ან არასწორი მონაცემები/ინფორმაცია/დოკუმენტები;

 

Applicant has submitted incomplete or false data or documents/information for obtaining a visa or for extending its validity period;

 

  • საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად დოკუმენტები/ინფორმაცია  წარმოდგენილ იქნა არასათანადო წესით;

 

Documents required for obtaining Georgian visa or for extending its validity are submitted unduly;

 

  • არ არის წარმოდგენილი სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევა ან საქართველოს ვიზის მიღების მსურველ უცხოელს არა აქვს საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;

 

The person has no health and accident insurance or sufficient funds for residing in Georgia and returning back;

 

  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;

 

The person’s stay shall endanger state security and/or public order, health, rights, and protection of legal interests of Georgian citizens and other people residing in Georgia;

 

  • საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა;

 

The person’s stay is unacceptable due to foreign policy considerations;

 

  • არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში ან დაარღვევს შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს;

 

Reasonable suspicion exists, that the person will illegally stay in Georgia after the expiration of the visa or will violate the conditions set forth for issuing the relevant visa type by the legislation;

 

  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;

 

The person does not provide information or provides false information on his/her identity and purpose of travel;

 

  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველმა უცხოელმა საქართველოში ყოფნისას ჩაიდინა დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ან დაარღვია საქართველოში უცხოელთა ყოფნის წესები;

 

During his/her stay in Georgia, the person has committed crime, administrative violation or has violated the rule for Aliens’ stay in Georgia;

 

  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი ბოლო 3 წლის განმავლობაში დაექვემდებარა გაძევებას საქართველოდან, მიუხედავად იმისა, გავრცელდა თუ არა მასზე საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;

 

The person has been subject to removal from Georgia within the last 3 years whether he/she has been forbidden to enter Georgia;

 

  • საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის დაწყების მოთხოვნილი თარიღისთვის ვიზის მიღების მსურველ უცხოელს ამოწურული აქვს 90 კალენდარული დღის ვადით საქართველოში ყოფნის უფლება 180-დღიან პერიოდში;

 

By the date requesting visa entry into force, the right to stay 90 calendar days in Georgia within 180-day period has been expired;

 

  • აღარ არსებობს ან ვერ დასტურდება მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა გაცემულიყო  საქართველოს ვიზა;

 

The purpose for which the Georgian visa must have been issued no longer exists or can not be confirmed;

 

  • e-VISA PORTAL-ის მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის შემთხვევაში – საქართველოს ვიზის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დღეს უცხოელი იმყოფება საქართველოში;

 

In case of short term visa submitted via e-VISA PORTAL – on the date of decision-making on Georgian visa, the applicant was present in Georgia.

 

  •  „C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემა არ არის მიზანშეწონილი საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე.
  • C5 category short term electronic visa shall not be issued based on the immigration policy of Georgia.“.

 

კონკრეტული გარემოება/გარემოებები, რომლის/რომელთა არსებობის გამო მიღებულ იქნა საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ივსება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ინიციატივით):

Specific condition(s) based on which the visa refusal decision has been taken (to be filled in by the initiative of the visa issuing authority)

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

 

  1. საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით გადახდილი საკონსულო მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებას არ ექვემდებარება.

In case of Georgian visa refusal, the consular fee/state tax paid for obtaining Georgian visa shall not be refunded.

  1.  წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (მის.: საქართველო, თბილისი, სულხან-საბას ქ. 1/გიორგი ლეონიძის ქ. 3-5, საფოსტო კოდი 0108) დაინტერესებული პირის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 3¹ პუნქტის შესაბამისად.

The present decision may be appealed in the Ministry of Foreign Affairs of Georgia (address: Georgia, Tbilisi, Sulkhan-Saba St. 1/Giorgi Leonidze St. 3-5, zip code  0108) within 10 (ten) working days after submitting the decision to the relevant interested party, except for cases when the decision is not subject to appeal in accordance with Article 11, Paragraph 3¹ of the Law of Georgia " ON THE LEGAL STATUS OF ALIENS AND STATELESS PERSONS.

  1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა განთავსებულია ამავე სამინისტროს ვებგვერდზე: www.mfa.gov.ge. საჩივარი განიხილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მისი  წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.

The form of appeal to be submitted to the Ministry of Foreign Affairs of Georgia may be retrieved from the Ministry’s website: www.mfa.gov.ge. The appeal shall be heard within 1 (one) month after its submission to the Ministry. The term may be extended with no more than 1 (one) month according to the decision of the Ministry.

                                                                  

 სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების

დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის/

საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერა                        –––––––––––––––––

Signature of the authorized person at Consular Department/

Signature of the Official at the Consulate

 

თარიღი/ Date:    ------/------/-------               

 

 დანართი №10

საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება

 

------------------------------------------------------------------------------------- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ/დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ/მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილმა საქართველოს ინტერესთა სექციამ/საკონსულო დაწესებულებამ დაადგინა, რომ არსებობს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისთვის – ––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (სახელი, გვარი, სხვა გვარ(ებ)ი ლათინური ტრანსლიტერაციით) გაცემული საქართველოს ვიზის (-----/-------/-------№-------) მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა შეწყდეს ზემოაღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადა შემდეგი საფუძვლით/საფუძვლებით:

------------------------------------------------ ------------------------------------- Ministry of Foreign Affairs of Georgia/Diplomatic Mission/ Georgian Interests Division created at the diplomatic mission of the third state/ Consular Post have identified the ground(s) for termination of Georgian visa issued on name of ––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (First Name, Last Name, Other Names –  Latin Alphabet to be used)  and have taken the decision on terminating Georgian visa (-----/-------/-------№-------) on following ground(s):

  • გამოვლინდა საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების წარდგენის ფაქტი;

It is revealed that a false or invalid document(s) has been submitted to obtain the visa;

  • საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;

The person holding the visa carries out an activity that endangers the national security of Georgia;

  • აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საქართველოს ვიზა;

The purpose for which the visa was issued no longer exists or has not been achieved;

  • საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელი გააძევეს საქართველოდან;

The visa holder has been removed from Georgia;

  • საქართველოს ვიზის მფლობელ უცხოელზე გაიცა საქართველოს ვიზა, რომელიც მოიცავს უკვე გაცემული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას;

A visa issued to an alien overlaps the validity period of the already issued visa;

  • საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელის ის სამგზავრო დოკუმენტი, რომელშიც დატანილი იყო საქართველოს ვიზა, დაიკარგა ან გახდა გამოყენებისთვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება და ა.შ.);

The travel document where the visa was affixed has been lost or became unfit for use (wear, damage, etc.);

  • ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული;

The person has committed crime;

  • D5 კატეგორიის ვიზის მფლობელ უცხოელს შეუწყდა საკუთრების უფლება იმ უძრავ ქონებაზე, რომლის საფუძველზეც მან მოიპოვა D5 კატეგორიის ვიზა;

D5 category visas holders’ right on ownership on real estate has been terminated on which ground D5 category of visa has been obtained.

1. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით გადახდილი საკონსულო მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებას არ ექვემდებარება.

In case of Georgian visa termination, the consular fee/state tax paid for obtaining Georgian visa shall not be refunded.

2. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (მის.: საქართველო, თბილისი, სულხან-საბას ქ. 1/გიორგი ლეონიძის ქ. 3-5, საფოსტო კოდი 0108) დაინტერესებული პირის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 10 სამუშაო დღის  ვადაში.

The present decision may be appealed in the Ministry of Foreign Affairs of Georgia (address: Georgia, Tbilisi, Sulkhan-Saba St. 1/Giorgi Leonidze St. 3-5, zip code  0108) within 10 working days after submitting the decision to the relevant interested party.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა განთავსებულია ამავე სამინისტროს ვებგვერდზე: www.mfa.gov.ge. საჩივარი განიხილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მისი წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.

The form of appeal to be submitted to the Ministry of Foreign Affairs of Georgia may be retrieved from the Ministry’s website: www.mfa.gov.ge. The appeal shall be heard within 1 (one) month after its submission to the Ministry. The term may be extended with no more than 1 (one) month according to the decision of the Ministry.

სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების

დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის/

საკონსულო თანამდებობის პირის ხელმოწერა                        –––––––––––––––––

Signature of the authorized person at Consular Department/

Signature of the Official at the Consulate

თარიღი/ Date:    ------/------/-------   “.