ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016741
10
07/05/2026
ვებგვერდი, 11/05/2026
010250050.35.143.016741
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 7 მაისი

ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილების „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge, 08/12/2017, 010250050.35.143.016446) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №38 დადგენილებით დამტკიცებულ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, დებულების მე-8 მუხლს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოსათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განსახილველად წარდგენას“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი