ქალაქ ხაშურში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის ერეკლე II-ის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ხაშურში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის ერეკლე II-ის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016026
43
07/05/2026
ვებგვერდი, 11/05/2026
000000000.00.143.016026
ქალაქ ხაშურში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის ერეკლე II-ის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი

 

 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 განკარგულება № 43

 2026 წლის 7 მაისი

ხაშური

ქალაქ ხაშურში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის ერეკლე II-ის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მერაბ ცხოვრებაძის ინიციატივა, ქალაქ ხაშურში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის ერეკლე II-ის ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე.

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის 239 დადგენილების შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან. 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ქალაქ ხაშურში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (იწყება: I – X383364; , Y  4649411; კოორდინატზე და მთავრდება II – X – 382868, Y – 4649223, მთავარი ქუჩის სიგრძე შეადგენს 530 მეტრს, ქუჩას აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე შოლა, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით მოსახლეობა და საკარმიდამო ნაკვეთები) ეწოდოს ერეკლე II -ის ქუჩა.

2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge-ზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                   ნინო ლიპარტელიანი