დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340120000.10.003.025735 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2016, 340120000.10.003.019328) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის“:
1. მე-8 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. იმპორტზე თანხმობის გაცემისას, ამ დადგენილებისა და როტერდამის კონვენციის დებულებებს ან/და დანართებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება როტერდამის კონვენციის დებულებები ან/და დანართები.“. 2. მე-16 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ექსპორტის შეტყობინების გადაცემისას, ამ დადგენილებისა და როტერდამის კონვენციის დებულებებს ან/და დანართებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება როტერდამის კონვენციის დებულებები ან/და დანართები.“. 3. მე-18 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. „საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა, რომელთა წარმოება, გამოყენება, იმპორტი და ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სტოკჰოლმის კონვენციის თანახმად“ − დანართ №2-ით გათვალისწინებული საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების ექსპორტი, იმპორტი, წარმოება, გამოყენება არ უნდა განხორციელდეს.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. „საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენების, იმპორტის და ექსპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდვას დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხის“ (დანართი №1) ნაწილი I-ის „ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა, რომლებზეც ვრცელდება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის (PIC) პროცედურა როტერდამის კონვენციის ფარგლებში“ გათვალისწინებული ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების წარმოება არ უნდა განხორციელდეს.“. 4. „საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენების, იმპორტის და ექსპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდვას დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხის“ (დანართი №1), „ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა, რომლებზეც ვრცელდება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის (PIC) პროცედურა როტერდამის კონვენციის ფარგლებში“ − ნაწილი I-ის: ა) მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) 24-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) 50-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) 53-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე − 62-ე გრაფები:
5. „საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხას, რომელთა წარმოება, გამოყენება, იმპორტი და ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სტოკჰოლმის კონვენციის თანახმად“ დანართ №2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე − 36-ე გრაფები:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები