დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.025736 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, სამსახურის უფროსის, სამსახურის მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრთა დაცვის ღონისძიებები ხორციელდება სამსახურის შესაბამისი დანაყოფების მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ.ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ.ნ1“ ქვეპუნქტი: „რ.ნ1) სამსახურის უფლებამოსილ პირთა მიერ დაკავებულთა/ პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების განხორციელების წესს;“. 3. მე-6 მუხლის: ა) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) იურიდიული დეპარტამენტი;“; ბ) „ა2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა2) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი;“; გ) „ა2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა3“ ქვეპუნქტი: „ა3) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“; დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;“; ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;“. 4. მე-7 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის მიწოდება; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაცია; სამსახურის სისტემის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა; რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; საქმისწარმოების (საკანცელარიო) საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და ამ მიზნებით სამსახურის დანაყოფებიდან შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა და შესრულების მონიტორინგი; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების, სტრატეგიისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, ასევე დაწესებულებებიდან თუ ორგანიზაციებიდან შესული განცხადებებისა და წინადადებების განხილვა, ანალიზი, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი დაძლევის მიზნით, სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; სამსახურის სამობილიზაციო გეგმებისა და პაკეტების შემუშავება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; საარქივო საქმიანობა, მათ შორის, სამსახურში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო დოკუმენტების შენახვა-გამოყენება, ხოლო საჭიროების გასვლის შემდეგ, მისი განადგურება, დადგენილი წესის შესაბამისად;“; ბ) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა1) იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, აღნიშნულ სფეროში სამსახურის სისტემაში სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი დანაყოფების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია; კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურში შესული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში; საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის სისტემაში დანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; სამსახურის ამოცანებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და მათი სათანადო მსვლელობის უზრუნველყოფა, სამსახურში სამართლებრივი აქტის/მითითების მომზადებისა და გამოცემის პროცედურების შესაბამისად; სამსახურის დანაყოფებში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სამსახურის ხელმძღვანელობისათვის მათ წარდგენამდე შესაბამისი დასკვნების მომზადება; სამსახურის ინტერესების წარმოდგენა სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო ორგანიზაციებში; სასამართლოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ან სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე, სამსახურის ინტერესების დაცვა სასამართლოში; თავისი ამოცანების შესასრულებლად, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; სამსახურში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვისა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“; გ) „ა2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა2) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამსახურის სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/ დაგეგმვა, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; სამსახურში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა. შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა; სამსახურის ფოტოარქივისა და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა; სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიასთან ერთად, ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამსახურის მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამსახურის ობიექტებზე; საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება; საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად, ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; უცხოეთის ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“; დ) „ა2“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა3“ ქვეპუნქტი: „ა3) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით; სამართალდაცვით და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება; სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელება და დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია; სამსახურის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება და ანგარიშების მომზადება; ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან; სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი; სამსახურის სისტემაში დანაყოფების კოორდინაცია, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების კუთხით; სამსახურის უფროსის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“; ე) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით; სამსახურის მოსამსახურეთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამსახურში საკადრო საქმიანობის ორგანიზება და განხორციელება;“; ვ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამსახურის ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებსა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ სხვა შენობებში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;“; ზ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურთან შეთანხმებით, სხვა სახელმწიფო ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ცალკეულ შემთხვევებში, სამსახურის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფების უფლებამოსილ მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის მიღება, მათ მიერ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების აუცილებლობის თაობაზე, ტერიტორიული თუ სხვა ნიშნის მიხედვით. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე ან/და შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური (მათ შორის, საკანცელარიო) საკითხების მოწესრიგებამდე, ამ დადგენილებით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობა რეგულირდება ამავე დადგენილების ამოქმედებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით. |
| მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 30 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები