დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 21/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.17.010.016120 |
|
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.17.010.016099) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4.“. 2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კომისიის აპარატში დასაქმებული პირების შრომითსამართლებრივ ურთიერთობებზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა. კომისიის აპარატში დასაქმებული პირების შრომითსამართლებრივი ურთიერთოებები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და კომისიის შრომის შინაგანაწესის შესაბამისად. კომისიის წევრის თანაშემწესთან და მძღოლთან დაკავშირებული შრომითსამართლებრივი საკითხები რეგულირდება მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადას.“. 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიის აპარატის მართვის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით და კომისიის შესაბამისი წევრის თანხმობით, კომისიის წევრებს შორის შეიძლება განაწილდეს საკურატორო სფეროები საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით.“. 4. მე-9 მუხლის: ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის აპარატი შედგება დეპარტამენტებისგან, სამსახურებისგან და აღმასრულებელი დირექტორისაგან.“; ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) შიდა აუდიტისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი“; გ) მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. აღმასრულებელი დირექტორი 1. აღმასრულებელი დირექტორი ექვემდებარება უშუალოდ კომისიის თავმჯდომარეს. 2. აღმასრულებელი დირექტორი: ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიის აპარატის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს: ადმინისტრაცია, ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახური, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური; ბ) ხელმძღვანელობს კომისიის სტრატეგიის მომზადების პროცესს და ზედამხედველობას უწევს სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პროექტების შესრულების პროცესს; გ) ხელმძღვანელობს კომისიის წლიური ანგარიშის მომზადების პროცესს; დ) ახდენს ადგილობრივი უწყებათაშორისი სტრატეგიების და სხვა დოკუმენტების მომზადების პროცესში შემოსული მასალების შესწავლას, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გაზიარებას, აღნიშნული ერთეულებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვას და საბოლოოდ, კომისიის მხრიდან მისაწოდებელი ინფორმაციის მოთხოვნილი სახით დამუშავებას და შესაბამის ორგანოებთან დადგენილ ვადებში გაგზავნა/წარდგენას; ე) კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს კომისიის ბიუჯეტის მომზადების პროცესს; ვ) პასუხისმგებელია კომისიის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე; ზ) აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ რეგულირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ პროცესებს; თ) მონიტორინგს უწევს საჯარო ინფორმაციის მომზადების/დამუშავებისა და გაცემის პროცესებს; ი) კომისიის თავმჯდომარის მითითების შესაბამისად ახორციელებს სხვა დავალებებს, რომლებიც დაკავშირებულია კომისიის აპარატის საქმიანობის ხელშეწყობასა და კომისიის თავმჯდომარის, როგორც კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე პასუხისმგებელი პირის, უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობასთან.“. 6. მე-12 მუხლის: ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაცია შედგება შემდეგი ჯგუფებისაგან: ა) შესყიდვების ჯგუფი; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფი; გ) საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო ჯგუფი; დ) ქონების მართვის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ – „ი“ ქვეპუნქტები: ვ) მედიასაშუალებებთან და საზოგადოებასთან (მათ შორის, ხელისუფლება, სამოქალაქო და ბიზნესსექტორი) კომისიის ურთიერთობის წარმართვა; ზ) ინფორმაციული და საკომუნიკაციო აქტივობების განხორციელებით კომისიის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; თ) კომისიის ორგანიზაციული იმიჯის მართვა; ი) კომისიის საკომუნიკაციო და საინფორმაციო არხების მართვა.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შესყიდვების ჯგუფის ფუნქციებია: ა) კომისიის შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, შესრულების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება; ბ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის; გ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა, კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვების პროცედურის წარმართვა; დ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით და კომისიის მიერ განსაზღვრული წესით შესყიდვების კომისიის მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა; ე) ხელშეკრულების ვადებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადების კონტროლი; ვ) შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება, კომისიის შიდა პროცედურის შესაბამისად;“; დ) მე-5 პუნქტის: დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომისიის საოქმო და საკანცელარიო (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაციის) საქმისწარმოების მართვა;“; დ.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება და ელექტრონულ სისტემაში გაფორმება.“; ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. ქონების მართვის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის ფუნქციებია: ა) კომისიის ქონების, მარაგებისა და მატერიალური ფასეულობების მართვა; ბ) კომისიის ბალანსზე რიცხული ქონებისთვის აუცილებელი კაპიტალური და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა; გ) კომისიის ავტოპარკის მართვა და გადაადგილების მონიტორინგი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვა და მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; დ) კომისიის შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის და მოწყობილობების გამართულობის უზრუნველყოფა; ე) კომისიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი აქტივების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება. ქონების აფასებასთან, ჩამოწერასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ვ) კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ზ) ქონების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება კომისიის შიდა პროცედურის შესაბამისად.“. 7. საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ფუნქციებია: ა) კომისიის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ პრესრელიზების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დაიჯესტებისა და პერიოდული ანალიზის მომზადება; ბ) კომისიის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში შესაბამისი მედიასაშუალებისათვის კომისიის პოზიციის ან ზუსტი ინფორმაციის მიწოდება და ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა; გ) კომისიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობების მართვა და კოორდინაცია. თემატიკის მიხედვით შესაბამისი მომხსენებლის შერჩევა და მომზადება; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობით ერთობლივი საინფორმაციო პროექტების შემუშავება და განხორციელება; ე) კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების, ასევე ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ტენდენციების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; ვ) საკომუნიკაციო, შემეცნებითი და სხვა სახის ბეჭდური ან/და აუდიოვიზუალური მასალების დამზადება, დამზადებული მასალების გავრცელებისთვის სწორი და ეფექტიანი სამიზნე აუდიტორიისა და არხების შერჩევა, მასალების განთავსება შერჩეულ საკომუნიკაციო არხებზე; ზ) კომისიის ვებგვერდის დიზაინისა და შინაარსის მართვა/განახლება; თ) კომისიის სოციალური ქსელების მართვა, განახლება და მომხმარებელთა მომართვებზე რეაგირება; ი) კომისიის ბრენდის მართვის სახელმძღვანელოს შექმნა/განახლება და სახელმძღვანელოს მიხედვით კომისიისთვის საჭირო კორპორატიული მასალების დამზადების უზრუნველყოფა; კ) კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშისთვის მასალების და საბოლოო დოკუმენტის ვიზუალურად მომზადება; ლ) კომისიის საქმიანობით დაინტერესებული პირებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების დონის, აგრეთვე საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნისათვის საჭირო სხვადასხვა სახის ინფორმაციის კვლევა და ანალიზი.“. 7. დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი: „მუხლი 171. შიდა აუდიტისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი 1. შიდა აუდიტისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) შიდა ფინანსური კონტროლი და მატერიალური რესურსების მართვის პროცესების მონიტორინგი; ბ) კომისიაში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა, მართვა და მისი მუდმივი გაუმჯობესება; გ) კომისიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა: დ) კომისიის საოპერაციო მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების, აგრეთვე კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. 2. შიდა აუდიტისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების ხარჯვის, აგრეთვე კომისიის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ქონების (მათ შორის, მოძრავი და უძრავი ქონების) გამოყენების, განკარგვის, გასხვისების ან სხვა ფორმით მართვის პროცესებზე ზედამხედველობა და მათი მიზანშეწონილობის, კანონიერებისა და ეფექტიანობის შეფასება; ბ) შესაძლო დარღვევის, არაეფექტური ხარჯვის ან სხვა მნიშვნელოვანი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა, საკითხის შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენა; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების ფარგლებში მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის სისტემატიზაცია, ანალიზი და შეფასება; დ) შიდა ადმინისტრაციულ პროცესებთან, აგრეთვე კომისიის ფინანსებისა და ქონების მართვასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება; ამ მიმართულებით მართვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; ე) კომისიის სამუშაო პროცესების აღწერა, დამტკიცების უზრუნველყოფა; პროცესების ეფექტიანობის და პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებული შიდა და გარე რისკების პერიოდული შეფასება და შეფასების შედეგების გათვალისწინებით ხარისხის მართვის ორგანიზაციული სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განხორციელება, პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით (მათ შორის, სამუშაო პროცესების შეფასების ინდიკატორების შემუშავება, რისკების მართვის ღონისძიებების შემუშავება, ეფექტიანობის ამაღლების შესაძლებლობათა იდენტიფიცირება, და სხვ.); ვ) ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში, შიდა აუდიტის და სასერტიფიკაციო აუდიტის ორგანიზება და ჩატარება ყოველწლიურად. ჩატარებული აუდიტის შედეგად რეკომენდებული/გამოვლენილი ზომების განხორციელებაზე ზედამხედველობის გაწევა და ანგარიშგება; ზ) კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის ხარისხის მართვის სისტემისა და სამუშაო პროცესების შესახებ ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარება; თ) კომისიაში მიმდინარე პროცედურული გადაცდომების შესწავლა და სათანადო რეაგირება, სამუშაო პროცესების შესაბამის დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადებით; ი) კომისიაში მიმდინარე პროცესებზე რეგულარული დაკვირვებით სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და საჭიროების მიხედვით პროცესების ან პროცესის შემადგენელი ეტაპების ავტომატიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება; კ) კომისიის აპარატში დასაქმებულთა მხრიდან საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და კომისიის შიდაორგანიზაციული აქტების მოთხოვნების სავარაუდო დარღვევის ფაქტების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დისციპლინური წარმოების პროცესის დაწყების ინიცირება; ლ) კომისიის აპარატში დასაქმებულთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება, აგრეთვე კომისიის აპარატში დასაქმებულთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენაში მონაწილეობის მიღება; მ) კომისიის აპარატში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული პოლიტიკის შემუშავება, შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, მართვა, პერიოდული აუდიტი და ანგარიშგება; ნ) კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების უზრუნველყოფა, შიდა ორგანიზაციული პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.“. 8. მე-20 და 21-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 9. 23-ე და 24-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 10. 26-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიებისა და მომხმარებელთა უკუგების მექანიზმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები