დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016139 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, „საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მწერალთა სახლისა და სხვა ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ამ მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №206 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ც“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №207/ნ ბრძანება; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 12 მარტის №05/28 ბრძანება; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 მარტის №05/19 ბრძანება; დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 მარტის №05/23 ბრძანება; ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე მაჩაბლის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 მარტის №05/17 ბრძანება; ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 მარტის №05/22 ბრძანება; ზ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 მარტის №05/36 ბრძანება; თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 12 მარტის №05/29 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 25 მაისიდან. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მწერალთა სახლი (შემდგომ – მწერალთა სახლი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების საფუძველზე. 2. „საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მწერალთა სახლისა და სხვა ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ამ მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №206 დადგენილების საფუძველზე მწერალთა სახლი წარმოადგენს მწერალთა მუზეუმების გაერთიანებას, რომლის სახელწოდებად განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მწერალთა სახლი. 3. „საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მწერალთა სახლისა და სხვა ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ამ მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №206 დადგენილების საფუძველზე მწერალთა სახლი წარმოადგენს სსიპ − საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის, სსიპ − ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის, სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის, სსიპ − გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის, სსიპ − ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის, სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის, სსიპ − ივანე მაჩაბლის მუზეუმისა და სსიპ − მწერალთა სახლის უფლებამონაცვლეს. 4. მწერალთა სახლი წარმოადგენს კულტურულ ორგანიზაციას (მუზეუმს), რომელიც აერთიანებს მწერალთა მუზეუმებს და ხელს უწყობს ქართული ლიტერატურის განვითარებასა და პოპულარიზაციას. 5. მწერალთა სახლი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 6. მწერალთა სახლს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, ბიუჯეტი და სათანადო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. მწერალთა სახლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). 8. მწერალთა სახლის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მწერალთა სახლი. 9. მწერალთა სახლი დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 10. მწერალთა სახლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ივანე მაჩაბლის ქუჩა №13. მუხლი 2. მწერალთა სახლის საქმიანობის მიზნები და ფუნქციები 1. მწერალთა სახლი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რომლის მიზნებია: ა) სამუზეუმო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებების განვითარება და ხელშეწყობა; ბ) სამუზეუმო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; გ) ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობა; დ) საქართველოში ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ე) ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია საქართველოსა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ; ვ) ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარების ხელშეწყობა; ზ) ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ლიტერატურულ სივრცეში ჩართულობის უზრუნველყოფა; თ) თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების განვითარების მხარდაჭერა; ი) ლიტერატურის თარგმნისა და გამოცემის მხარდაჭერის გზით ქართული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა უცხოენოვანი მკითხველისთვის; კ) საქართველოში საგამომცემლო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა. 2. მწერალთა სახლში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთობლიობასა და ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს. 3. მწერალთა სახლის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 4. მწერალთა სახლის ფუნქციებია: ა) მის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებისა და სახლ-მუზეუმების მართვა და მოვლა-პატრონობა; ბ) მის შემადგენლობაში შემავალ მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებში არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული ფასეულობების მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურისა და ისტორიის გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებასთან დაკავშირებული მასალების (მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, დოკუმენტური, იკონოგრაფიული, აუდიოვიზუალური, ეთნოგრაფიული მასალები, ფოტოები და შესაბამის ეპოქასთან დაკავშირებული სხვა მასალები) მოძიება, შეძენა და/ან შეგროვება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მის შემადგენლობაში შემავალ მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებში დაცული ექსპონატების დაცვა-აღრიცხვა (მათ შორის, სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა, სტანდარტიზაცია და რეგისტრაცია), ფიზიკური შეფასება, ექსპერტიზა, კლასიფიკაცია, ასევე, ინვენტარიზაცია, დიგიტალიზაცია, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასწრაფო-გადაუდებელი, გეგმური, მცირე და დიდი მოცულობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება, ასევე, სიძველეთა დაცვის მიზნით ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა; ზ) ექსპოზიციებისა და დროებითი გამოფენების მოწყობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე, მის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებისა და სახლ-მუზეუმებისთვის განახლებული სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; თ) მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების განვითარების გეგმის შემუშავება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა; ი) მის შემადგენლობაში შემავალ მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებში დაცულ მასალებზე მუშაობის ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით; კ) სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სესიებისა და სემინარების ჩატარება, სამეცნიერო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება და ექსპედიციების მოწყობა; ლ) სტაციონარული ექსპედიციებისა და მოძრავი გამოფენების, ასევე, მათი პერიოდული რეექსპოზიციის მოწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; მ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე, მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საენციკლოპედიო და საცნობარო ხასიათის ლიტერატურის, ბუკლეტების, ღია ბარათების, პლაკატების, სუვენირების, სამეცნიერო და პოპულარული ხასიათის ლიტერატურის გამოცემა; ო) ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა საქართველოსა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ; პ) ლიტერატურის განვითარებისა და ამ სფეროში მოღვაწე პირების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება; ჟ) ლიტერატურის სფეროს განვითარებისა და ქართველი გამომცემლების ხელშეწყობის მიზნით კონკურსების გამოცხადება; რ) საქართველოს საზღვრებს გარეთ სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებაში ქართველი ავტორების, გამომცემლების, ილუსტრატორებისა და მთარგმნელების მონაწილეობის ხელშეწყობა; ს) საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე საქართველოს ეროვნული პროგრამის ორგანიზება; ტ) ქართული ლიტერატურით დაინტერესებული უცხოელი მთარგმნელებისა და გამომცემლების საქმიანობის ხელშეწყობა; უ) საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ფ) ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება; ქ) ლიტერატურული და/ან სახელოვნებო პერიოდული გამოცემების ხელშეწყობა; ღ) ქართული ლიტერატურის შესახებ სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გამოცემისა და თარგმნის ხელშეწყობა; ყ) შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა; შ) მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამების განხორციელება; ჩ) ლიტერატურული აგენტის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა; ც) კომპეტენციის ფარგლებში, ლიტერატურული მონაცემთა ბაზების, კატალოგებისა და ციფრული პლატფორმების შექმნის/განვითარების ხელშეწყობა; ძ) ლიტერატურის სფეროში ინკლუზიური პროექტების განხორციელება; წ) თარგმანების გამოცემის მიზნით, კონკურსების გამოცხადება და სპეციალური პროგრამების შემუშავება; ჭ) კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. მწერალთა სახლს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულებასა და უზრუნველყოფს მწერალთა სახლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3. მწერალთა სახლის მართვა 1. მწერალთა სახლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. მწერალთა სახლს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს მწერალთა სახლის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) ზედამხედველობას უწევს მწერალთა სახლის სტრუქტურულ ერთეულებს, მათ მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მწერალთა სახლის თანამშრომლებსა და სტაჟიორებს; ე) მწერალთა სახლის სახელით დებს გარიგებებს, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს; ვ) ამტკიცებს მწერალთა სახლის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს; ზ) ამტკიცებს მწერალთა სახლის შრომის შინაგანაწესს; თ) დადგენილი წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მწერალთა სახლის თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ; ი) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მწერალთა სახლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს; კ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მწერალთა სახლის შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრულ ოდენობას; ლ) პასუხისმგებელია მწერალთა სახლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე; მ) ხელს აწერს მწერალთა სახლის ოფიციალურ დოკუმენტებს; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სარეალიზაციო პროდუქციისა და გასაწევი მომსახურების საფასურს, მათ შორის, ბილეთების საფასურს; ო) მწერალთა სახლის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, გასცემს მინდობილობებს; პ) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დირექტორის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ; ჟ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები; რ) ქმნის მწერალთა სახლის სამეცნიერო საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას; ს) წარმოადგენს მწერალთა სახლს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმართავს შრომით ურთიერთობებს; უ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უფლებამოსილია გასცეს თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ქ) ამტკიცებს მწერალთა სახლის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს; ღ) კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მწერალთა სახლის ქონების გამოყენების თაობაზე; ყ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც მისი უფლებამოსილების ვადით, მინისტრთან შეთანხმებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 5. დირექტორის მოადგილე: ა) დირექტორთან შეთანხმებით კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს მწერალთა სახლის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ავიზებს მწერალთა სახლში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული პროცესების გამართულ ფუნქციონირებას და კოორდინაციას უწევს მწერალთა სახლის ყოველდღიურ საქმიანობას; დ) წარუდგენს დირექტორს საქმიანობის პერიოდულ ანგარიშებს; ე) მონაწილეობს ადამიანური რესურსების შერჩევის პროცესში; ვ) ასრულებს ამ დებულებით, კანონმდებლობითა და დირექტორის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. დირექტორის მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება დირექტორის გათავისუფლებისთანავე/უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. დირექტორის მოადგილის გათავისუფლების/უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 7. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მათი ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა პირი. 8. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეწყვეტის ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ახალი დირექტორის დანიშვნამდე, მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. აგრეთვე მინისტრი უფლებამოსილია დირექტორის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ან მისი არყოფნისას დირექტორის ფუნქციების დროებით შესრულება დააკისროს სხვა პირს. 9. დირექტორი ვალდებულია მინისტრს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (მათ შორის, ფინანსური ანგარიშგება), ასევე, მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი პერიოდის ანგარიში. მუხლი 4. მწერალთა სახლის სტრუქტურა 1. მწერალთა სახლის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) ეკონომიკური სამსახური; გ) საერთაშორისო პროექტების მართვის სამსახური; დ) ადგილობრივი პროექტების მართვის სამსახური; ე) შიდა მონიტორინგისა და აუდიტის სამსახური; ვ) საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი; ზ) ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი; თ) აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი; ი) ივანე მაჩაბლის მუზეუმი; კ) გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი; ლ) ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი; მ) იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. 2. მწერალთა სახლის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და ფუნქციები, მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი. 3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული თანამშრომლებისა, შესაძლებელია დირექტორს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ საშტატო თანამდებობაზე და/ან არასაშტატო პოზიციაზე დასაქმებული პირები. მუხლი 5. მწერალთა სახლის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა და თანამშრომლები 1. მწერალთა სახლის სტრუქტურულ ერთეულს – სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, ხოლო მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებს − მმართველი. სამსახურის უფროსსა და მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ დავალებებს/მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს და ავიზებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სტრუქტურული ერთეულის გამართულ მუშაობაზე; ვ) ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ; ზ) ინფორმაციას აწვდის დირექტორს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის და/ან მწერალთა სახლის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ; თ) დირექტორს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით თანამშრომლის წახალისების თაობაზე; ი) შუამდგომლობს დირექტორისა და დირექტორის შესაბამისი მოადგილის წინაშე სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფის თაობაზე; კ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს დირექტორისა და დირექტორის შესაბამისი მოადგილის დავალებებს/მითითებებს; ლ) ასრულებს სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. 3. მწერალთა სახლის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი. 4. მწერალთა სახლის თანამშრომლებს საშტატო და არასაშტატო პოზიციებზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი. მათი ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით და/ან სამუშაო აღწერილობით. მუხლი 6. ადმინისტრაციული სამსახური ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მწერალთა სახლში კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) უზრუნველყოფა, ასევე, საარქივო საქმიანობის წარმართვა; ბ) ადამიანური რესურსების მართვა, მათ შორის, ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი შერჩევის/სამსახურში მიღებისა და სტაჟირების პროცესის ორგანიზება და მართვა; გ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით მწერალთა სახლის საშტატო თანამდებობათა სამუშაო აღწერილობების შემუშავება და დირექტორისა და დირექტორის შესაბამისი მოადგილისთვის წარდგენა; დ) თანამშრომელთა კარიერული განვითარების (დაწინაურების), კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების, წახალისების, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურებისა და სისტემების შემუშავება, დანერგვა და გაუმჯობესება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, მწერალთა სახლის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა; ვ) მწერალთა სახლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, მწერალთა სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება; თ) მწერალთა სახლის სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების შემუშავება და/ან მათი სამართლებრივი ექსპერტიზა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში მწერალთა სახლის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; კ) მწერალთა სახლის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება; ლ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და მისი პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა; მ) მწერალთა სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, მისი პერიოდული განახლება, განხორციელება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ნ) მწერალთა სახლის საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვა და წარმოება; ო) მწერალთა სახლის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის გვერდ(ებ)ის მართვა, მონიტორინგი, შედეგებისა და მონაცემების ანალიზი; პ) მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებული და/ან განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების ფოტო/ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გავრცელება; ჟ) მწერალთა სახლის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებისა და სახლ-მუზეუმების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; რ) მწერალთა სახლის ადმინისტრაციულ შენობებში უცხო პირთა და დამთვალიერებელთა დაშვების საკონტროლო რეჟიმის დაწესება და მისი განხორციელების კონტროლი; ს) კომპეტენციის ფარგლებში, მწერალთა სახლის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებისა და სახლ-მუზეუმების საქმიანობასთან დაკავშირებული საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ასევე, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ტ) მწერალთა სახლის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებასთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; უ) ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, მწერალთა სახლის სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში; ქ) ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ღ) სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 7. ეკონომიკური სამსახური ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) მწერალთა სახლის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ბ) მწერალთა სახლის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი; გ) მწერალთა სახლის ფინანსური ანგარიშგების წარდგენა; დ) მწერალთა სახლის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა; ე) მწერალთა სახლის შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შედგენა და ანგარიშგება; ვ) მწერალთა სახლის შესყიდვების განხორციელება, მათ შორის, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების რეგისტრაცია და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) მწერალთა სახლის აქტივების/ვალდებულებების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და მათი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა; ი) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვისა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების კონტროლი; კ) მწერალთა სახლის ლოგისტიკური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, მწერალთა სახლის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა, კოორდინაცია და მართვა; ლ) მწერალთა სახლში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და პროცესის მართვა; მ) მწერალთა სახლის საქმიანობის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა; ნ) მწერალთა სახლში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის მიზნით საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა; ო) მწერალთა სახლის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური პირობებით უზრუნველყოფა; პ) მწერალთა სახლის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ჟ) მწერალთა სახლში შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა; რ) ვიზიტორთა ყოველთვიური სტატისტიკის წარმოება; ს) მწერალთა სახლის ადმინისტრაციული შენობების, ექსპოზიციების, ფონდსაცავების დაცვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ელექტრონული (მათ შორის, სათვალთვალო და სასიგნალო) სისტემებით აღჭურვა და მათი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ტ) ეკონომიკური სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; უ) კომპეტენციის ფარგლებში, მწერალთა სახლის სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში; ფ) ეკონომიკური სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ქ) ეკონომიკური სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 8. საერთაშორისო პროექტების მართვის სამსახური საერთაშორისო პროექტების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) საერთაშორისო ლიტერატურული ურთიერთობების გააქტიურებისა და გაღრმავების მიზნით შესაბამისი პროგრამების/პროექტების შემუშავება, მართვა და განხორციელება; ბ) საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე/ფესტივალებში, ლიტერატურულ ფესტივალებსა და პროექტებში მწერალთა სახლის მონაწილეობის მიზნით მოლაპარაკებების წარმოება, პროგრამის მომზადება და პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვა; გ) უცხოელ ავტორებთან/მთარგმნელებთან მოლაპარაკება მწერალთა სახლის ღონისძიებებში/ვორქშოფებში მონაწილეობის მიზნით; დ) საქართველოს საზღვრებს გარეთ სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე, აღნიშნულ ღონისძიებებში ქართველი ავტორების, გამომცემლების, ილუსტრატორებისა და მთარგმნელების მონაწილეობის ხელშეწყობა; ე) ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნისა და უცხოენოვანი ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის პროცესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროგრამის/პროექტის შემუშავება და განხორციელება; ვ) ქართული ლიტერატურით დაინტერესებული უცხოელი მთარგმნელებისა და გამომცემლების საქმიანობის ხელშეწყობა, ასევე, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული ქსელის განვითარება; ზ) ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი ლიტერატურის თარგმანებით გამდიდრების მიზნით ქართველი გამომცემლებისთვის სპეციალური კონკურსების გამოცხადება; თ) ქართველი და უცხოელი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების განხორციელება და ქართველი მწერლების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; ი) ქართული წიგნისა და ლიტერატურის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული ლიტერატურის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გავრცელება; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და ფონდებთან ურთიერთობების დამყარება და კერძო სექტორთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით; ლ) ლიტერატურული აგენტის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა; მ) საერთაშორისო პროექტების მართვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მწერალთა სახლის სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში; ო) საერთაშორისო პროექტების მართვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; პ) საერთაშორისო პროექტების მართვის სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9. ადგილობრივი პროექტების მართვის სამსახური ადგილობრივი პროექტების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ლიტერატურის განვითარებისა და ამ სფეროში მოღვაწე პირების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება; ბ) ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა საქართველოში; გ) ქართველი გამომცემლების ხელშეწყობის მიზნით კონკურსების გამოცხადება; დ) ლიტერატურის სფეროს განვითარების მიზნით კონკურსების გამოცხადება; ე) საგამომცემლო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა; ვ) საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ზ) შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; თ) ქართული ლიტერატურის შესახებ სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გამოცემის ხელშეწყობა; ი) საქართველოში საგამომცემლო სფეროს განვითარების მიზნით კონფერენციების, ფორუმებისა და სემინარების ორგანიზება; კ) ლიტერატურული და/ან სახელოვნებო პერიოდული გამოცემების ხელშეწყობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიტერატურის განვითარების მიზნით პროექტების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება; მ) ქართველი მწერლების წარმოჩენის მიზნით დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების მოწყობა; ნ) ლიტერატურული გაზეთის მომზადება და გამოცემა შესაბამისი პერიოდულობით; ო) ქართველი ავტორების გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების გამოცემა და მკითხველისათვის გაცნობა; პ) ახალი ავტორების აღმოჩენა, მათი შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ჟ) ლიტერატურული ტენდენციების შეფასება და ანალიზი; რ) ადგილობრივი პროექტების მართვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ს) კომპეტენციის ფარგლებში, მწერალთა სახლის სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში; ტ) ადგილობრივი პროექტების მართვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; უ) ადგილობრივი პროექტების მართვის სამსახურის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 10. შიდა მონიტორინგისა და აუდიტის სამსახური 1. მწერალთა სახლის შიდა მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) მწერალთა სახლში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობისა და კანონიერების შეფასება; ბ) მწერალთა სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა, შეფასება და მართვის პროცესის მონიტორინგი; გ) ფინანსური, ადმინისტრაციული და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; დ) მწერალთა სახლის სარგებლობაში არსებული ქონების, მატერიალური რესურსებისა და ინფორმაციის დაცულობის კონტროლი; ე) მწერალთა სახლის საქმიანობის ეფექტიანობის, ეკონომიურობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ვ) აუდიტორული და მონიტორინგის შედეგების შესახებ შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) მწერალთა სახლის თანამშრომელთა საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, შიდა სამართლებრივ აქტებთან, ეთიკისა და ქცევის წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი; თ) მწერალთა სახლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ი) სამსახურებრივი გადაცდომის, ინტერესთა კონფლიქტის, დისციპლინის დარღვევისა და სხვა შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და შესაბამისი რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების შესწავლა, განხილვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი შემოწმებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელება; მ) საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზებისა და დარღვევების პრევენციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ნ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა; ო) შიდა მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; პ) კანონმდებლობით, მწერალთა სახლის დებულებით, შიდა მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. შიდა მონიტორინგისა და აუდიტის სამსახური უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს. მუხლი 11. სამეცნიერო საბჭო და საკონსულტაციო ორგანო 1. მწერალთა სახლს შეიძლება ჰყავდეს სათათბირო ორგანო – სამეცნიერო საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომელიც შედგება მწერალთა სახლის თანამშრომლებისა და საჭიროების შემთხვევაში მოწვეული პირებისაგან. 2. დირექტორი განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობას და ამტკიცებს მის დებულებას. 3. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც განსაზღვრავს დირექტორი. 4. საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას კოორდინაციას უწევს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრებიდან. 5. საბჭოს საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მისი დებულებით. 6. მწერალთა სახლს ჰყავს საკონსულტაციო ორგანო – მმართველთა საბჭო, რომლის შემადგენლობას სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან განსაზღვრავს დირექტორი. მმართველთა საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება მმართველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი. მუხლი 12. მწერალთა სახლის ფინანსები და ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება 1. მწერალთა სახლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან/გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი; ე) შემოწირულობები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ამ დებულებით მწერალთა სახლისთვის განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მწერალთა სახლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 3. დასახული მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად მწერალთა სახლს აქვს ქონება. მწერალთა სახლის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც მწერალთა სახლს გადაცემული და შეძენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მწერალთა სახლი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს მის ბალანსზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები. მწერალთა სახლის ქონებად ასევე ითვლება ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. 4. მწერალთა სახლი პასუხისმგებელია საკუთარ და მის სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 5. მწერალთა სახლის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 6. მწერალთა სახლი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 7. მწერალთა სახლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს სამინისტრო. მუხლი 13. მწერალთა სახლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. მწერალთა სახლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. მწერალთა სახლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მწერალთა სახლის მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. მწერალთა სახლს მხოლოდ სამინისტროს წინასწარი თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, მწერალთა სახლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მწერალთა სახლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 14. მწერალთა სახლის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია მწერალთა სახლის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 15. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები