დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს ნიმუშის, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450090060.22.088.016140 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ჰ2“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს ნიმუში, დაჯილდოების წესი და პირობები ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს – „წლის მუზეუმელის“ სიგელის ფორმა ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი – „საუკეთესო მუზეუმელით“ დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №05/11 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
საქართველოს კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს ნიმუში, დაჯილდოების წესი და პირობები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) უწყებრივი ჯილდოს ნიმუშს (შემდგომ – უწყებრივი ჯილდო), დაჯილდოების წესსა და პირობებს (შემდგომ – წესი). 2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზანია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმების/მუზეუმ-ნაკრძალების (შემდგომ – მუზეუმი/მუზეუმ-ნაკრძალი) თანამშრომელთა მიერ სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილის აღიარება-დაფასება, თანამშრომელთა წახალისება, მოტივაციის გაძლიერება და სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობათა შესრულების ხარისხის გაუმჯობესება. მუხლი 2. უწყებრივი ჯილდო 1. სამინისტროს უწყებრივი ჯილდოა „წლის მუზეუმელის“ სიგელი (შემდგომ – უწყებრივი ჯილდო). 2. დაჯილდოებულს უწყებრივ ჯილდოსთან ერთად გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო. ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 3. დასაჯილდოებელი პირი უწყებრივი ჯილდოთი ჯილდოვდებიან მუზეუმების/მუზეუმ-ნაკრძალების მოქმედი თანამშრომლები, ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში: ა) სამუზეუმო საქმიანობასა და შესაბამისი მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის/ღვაწლისა და ამ მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის; ბ) ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის. მუხლი 4. დაჯილდოების წესი 1. გადაწყვეტილებას უწყებრივი ჯილდოთი პირის დაჯილდოების შესახებ იღებს მინისტრი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზნით, მინისტრისათვის კანდიდატურების წარსადგენად მინისტრის მიერ ყოველწლიურად იქმნება შესაბამისი კომისია სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით. კომისიის შემადგენლობაში შესაძლოა, მოწვეულ იქნეს გარეშე პირი. 3. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომლის არყოფნის შემთხვევაშიც მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. დასაჯილდოებლად წარსადგენ პირთა კანდიდატურები კომისიას წარედგინება შესაბამისი მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის მიერ, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 5. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. მინისტრი უფლებამოსილია უწყებრივი ჯილდოთი პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი შეხედულებით, კომისიის წარდგინების გარეშე. 8. მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელი მინისტრს წარუდგენს უწყებრივი ჯილდოს კანდიდატის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) პირის სახელი და გვარი; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელება, მის მიერ დაკავებული თანამდებობა/პოზიცია; გ) მოკლე აღწერა კანდიდატის დამსახურების შესახებ, რისთვისაც პირი წარდგენილია უწყებრივ ჯილდოზე. 9. უწყებრივი ჯილდო შესაძლებელია გაიცეს წელიწადში ერთხელ. 10. ერთსა და იმავე წელს შესაძლებელია გაიცეს არაუმეტეს ოცდაათი უწყებრივი ჯილდო. მუხლი 5. უწყებრივი ჯილდოს გადაცემა 1. დაჯილდოებულ პირს უწყებრივი ჯილდო შესაძლებელია გადაეცეს საზეიმო ვითარებაში, მათ შორის, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ან სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში. 2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოებულ პირს გადაეცემა სპეციალური სიგელი მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად და ფულადი ჯილდო. 3. დაჯილდოებული პირის არყოფნის შემთხვევაში უწყებრივი ჯილდო გადაეცემა მის მიერ განსაზღვრულ პირს ან სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პირს დაჯილდოებული პირისათვის შემდგომში გადასაცემად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები