დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ნოემბრის №-30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016461 |
|
,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ნოემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ნოემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში შემდეგი სახით:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მართვის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.“. 2. დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების, ან ადრეული ინტერვენციის სფეროში; გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ -პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.“. 3. დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია ფინანსური და/ან მატერიალური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“. 4. დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“. 5. დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებულ პოზიციის შესაბამის დარგში.“. 6. დანართის მე-11 მუხლს დაემატოს მე-5-პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.“. 7. დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“. 8. დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია კვების ობიექტზე ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.“. 9. დანართის მე-15 მუხლს დაემატოს მე-4-პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია კვების ობიექტებზე ან დაწესებულების ფარგლებში მზარეულად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.“. 10. დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.“. 11. დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება აგრარულ დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია მცენარეთა დაცვა/გამწვანების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები