დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.025765 |
|
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 და 21 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სააქციო საზოგადოებამ – „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 21. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და მათი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს დაევალოთ, ხოლო მუნიციპალიტეტებს, მათ მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს ეთხოვოთ, საქართველოს კულტურის სამინისტროს ან/და სააქციო საზოგადოების – საქართველოს ეკონომიკის განვითარებს კორპორაციის მიმართვის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში და მუნიციპალიტეტის ხედვის, პრიორიტეტებისა და შესაბამისი განვითარების დოკუმენტების გათვალისწინებით უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის შესრულების ხელშეწყობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში – სახელმწიფო პროგრამა) პირველი მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კორპორაციასთან დადასტურებული აქვს შესაბამისი სესხი/სალიზინგო პროექტი. ამასთან, მეწარმე სუბიექტი კორპორაციისგან შესაბამისი დადასტურების მიღების შემდეგ ბენეფიციარად მიიჩნევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროექტის დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კორპორაციაში შესაბამისი შეტყობინების წარდგენის მომენტიდან. პროგრამის ბენეფიციარად მიიჩნევა ამავე პროგრამის მე-7 მუხლის შესაბამისად უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში ჩართული მეწარმე სუბიექტიც;“; ბ) „დ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ2) პროექტის თანადაფინანსება/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება − სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მხრიდან კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის პროგრამით განსაზღვრული პირობებით დაფარვა;“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;“. 3. სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. კორპორაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული პროექტებისათვის უზრუნველყოფს: ა) კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე/სალიზინგო პროექტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას პროგრამით განსაზღვრული პირობებით; ბ) ინდუსტრიული ნაწილის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროგრამის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას; გ) საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში (მიუხედავად მისი შესაბამისი თავებისა) საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსების გამოყენების შესაძლებლობა პროგრამის ბენეფიციარს აქვს მხოლოდ ერთხელ. 3. კორპორაციასა და კომერციულ ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.“. 4. სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კრედიტის/ლიზინგის მიმართულება მოიცავს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.“; ბ) მე-3 პუნქტის „ვ“–„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სესხის/სესხის პირველი ტრანშის (რომელიც არ უნდა იყოს ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-4, მე-5 ან მე-6 პუნქტებით დადგენილ სესხის მინიმალურ მოცულობაზე ნაკლები) ათვისება კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემთხვევაში კორპორაცია არ განახორციელებს ამ სესხზე თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვას, ამ შემთხვევაში დასახელებული მეწარმე სუბიექტი კარგავს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს და უფლებამოსილია, პროგრამით სარგებლობის თაობაზე ხელახლა მიმართოს კომერციულ ბანკს ამ დადგენილების მე-6 მუხლით დადგენილი წესის დაცვით; ზ) სესხის სრული ათვისება კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სესხის დარჩენილი ნაწილის ათვისების შემთხვევაში, კორპორაცია განახორციელებს მხოლოდ სესხის იმ ნაწილზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსებას, რომელიც გაცემულია დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში; თ) განახორციელოს სალიზინგო პროექტით განსაზღვრული თანამონაწილეობის თანხის გადახდა სალიზინგო კომპანიის წინაშე სალიზინგო პროექტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადაში. ამ ვადის დარღვევით თანამონაწილეობის თანხის გადახდის შემთხვევაში კორპორაცია არ განახორციელებს ამ სალიზინგო პროექტზე თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვას. რის შემდგომაც დასახელებული მეწარმე სუბიექტი კარგავს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს და უფლებამოსილია, როგორც მეწარმე სუბიექტმა პროგრამით სარგებლობის თაობაზე ხელახლა მიმართოს ლიზინგის გამცემს ამ პროგრამით დადგენილი წესის დაცვით;“; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საერთაშორისო ბრენდის მიმართულება მოიცავს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 24 თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 29 თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში კორპორაციასა და პროგრამის ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეულ საანგარიშო წელზე, წელიწადში არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა, პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა აღემატება წელიწადში 300 000 (სამასი ათასი) ლარს, ამ პროგრამის საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულება გავრცელდება მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე. საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის პროგრამის ბენეფიციარის მიერ გადახდილი საფასურის კორპორაციის მიერ ანაზღაურება ხდება ეროვნულ ვალუტაში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ თანხის გადახდის დღისთვის ან კორპორაციის მიერ თანხის გადარიცხვის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელიც არის უმცირესი. 5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, კორპორაცია უფლებამოსილია, პროგრამასთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის/ლიზინგის გამცემისათვის ან/და პროგრამის ბენეფიციარებისათვის, კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით.“. 5. სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის: ა) „11“–„31“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან და ასევე მეწარმე სუბიექტის მიერ მოთხოვნილი სესხის შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებთან კორპორაციაში შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნის ან გამოგზავნის წინა დღეს და შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში კორპორაციაში აგზავნის შესაბამის შეტყობინებას პროგრამის ფარგლებში პროექტის დამტკიცების თაობაზე. კორპორაცია კომერციული ბანკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისთვის საპასუხო შეტყობინების გაგზავნის გზით, არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში ადასტურებს ან უარყოფს პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ სესხს. კორპორაციის დადასტურების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი პროექტის დამტკიცების თაობაზე ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების კორპორაციაში გაგზავნის მომენტიდან. 2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცებისა და კორპორაციის შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში, კორპორაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 24 (ოცდაოთხი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით. 3. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებულის გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის, კომერციული ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცებისა და კორპორაციის შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში, კორპორაცია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 24 (ოცდაოთხი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით. 31. კორპორაცია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების აღსრულების მიზნით თანადაფინანსების თანხას რიცხავს კომერციულ ბანკში სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს კორპორაციას, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად.“; გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კორპორაცია კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ამ მუხლის 31 პუნქტის თანახმად გახსნილ ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხვით, სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად, ბანკსა და კორპორაციას შორის შეთანხმებული წესით. ბენეფიციარის სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების დასაფარად გადარიცხული თანხის მიმართვის ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს. კომერციული ბანკი ვალდებულია, კორპორაციის წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სატრანზიტო ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას. 12. ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კორპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში პროგრამის ბენეფიციარს კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა. ამასთან, წინსწრების საკომისიოდ არ მიიჩნევა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ Risk Sharing Framework-ის ფარგლებში გაცემული სესხისათვის მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების გრაფიკს გარეთ, ვადამდე, სესხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში ბანკის მიერ დაწესებული საკომისიო; ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა; გ) კომერციული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დასაშვებია პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება თავიდან; დ) კრედიტის გაცემისას დარღვევების დაფიქსირების, მათ შორის, კრედიტის გაცემისას ამ პროგრამით ან/და ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა; ე) კომერციული ბანკი ვალდებულია, მოახდინოს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის წლიური შემოსავლის გადამოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge). ბანკი ვალდებულია, უარი უთხრას მეწარმე სუბიექტს პროგრამაში ჩართვაზე, თუ გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ იგი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ კვალიფიცირდება მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ; ვ) კომერციული ბანკის ვალდებულება, აწარმოოს მონიტორინგი სატრანზიტო ანგარიშზე თანხების ბრუნვის თაობაზე და კორპორაციას მიაწოდოს ინფორმაცია მასთან შეთანხმებული პერიოდულობით; ზ) კომერციული ბანკის ვალდებულება, ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბენეფიციარისათვის დაკისრებული ვალდებულებები და ამ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციები.“. 6. სახელმწიფო პროგრამის 61 მუხლის: ა) „11“–„21“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ლიზინგის გამცემი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან და მის მიერ მოთხოვნილი სალიზინგო პროექტის შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებთან კორპორაციაში შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნის ან გამოგზავნის წინა დღეს და შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში კორპორაციაში აგზავნის შეტყობინებას პროგრამის ფარგლებში სალიზინგო პროექტის დამტკიცების თაობაზე. კორპორაცია ლიზინგის გამცემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისთვის საპასუხო შეტყობინების გაგზავნის გზით, არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში ადასტურებს პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ სალიზინგო პროექტს. კორპორაციის დადასტურების შემდეგ მეწარმე სუბიექტს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი პროექტის დამტკიცების თაობაზე ლიზინგის გამცემის მიერ შესაბამისი შეტყობინების კორპორაციაში გაგზავნის მომენტიდან. 2. კორპორაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში უზრუნველყოფს ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 9 (ცხრა) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ სალიზინგო პროექტის ვადა 24 (ოცდაოთხი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სალიზინგო პროექტის ვადით. 21. კორპორაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტის აღსრულების მიზნით თანადაფინანსების თანხას რიცხავს კომერციულ ბანკში სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კორპორაციას ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის დადგენილ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ამ მუხლის 21 პუნქტის თანახმად გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხვით, ლიზინგის გამცემსა და ბენეფიციარს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, კორპორაციასა და ლიზინგის გამცემს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დარიცხვის გრაფიკის შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების დასაფარად, გადარიცხული თანხის მიმართვის ვალდებულება ეკისრება ლიზინგის გამცემს. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, კორპორაციის წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სატრანზიტო ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას.“; გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გასაცემი ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს კორპორაციას, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად. 8. ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კორპორაციასა და ლიზინგის გამცემთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) ლიზინგის გაცემის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს სალიზინგო პროექტის ჯამური ღირებულების 0.1%-ს; ბ) ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 2%-ს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში, წინსწრების საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 1%-ს; გ) პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვამდე 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს ლიზინგის გამცემს ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ; დ) ლიზინგის გამცემი ვალდებულია, მოახდინოს პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის წლიური შემოსავლის გადამოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge). ლიზინგის გამცემი ვალდებულია, უარი უთხრას მეწარმე სუბიექტს პროგრამაში ჩართვაზე, თუ გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ იგი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ კვალიფიცირდება მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ; ე) სალიზინგო პროექტის პროგრამით დადგენილი პირობების დარღვევით გაცემის ან/და ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ჯარიმა; ვ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სალიზინგო პროექტის რეფინანსირების შემთხვევაში არ უნდა გაიზარდოს კორპორაციის მხრიდან თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა; ზ) ლიზინგის გამცემის ვალდებულება, ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბენეფიციარისათვის დაკისრებული ვალდებულებები; თ) ლიზინგის გამცემის ვალდებულება, აწარმოოს მონიტორინგი სატრანზიტო ანგარიშზე თანხების ბრუნვის თაობაზე და კორპორაციას მიაწოდოს ინფორმაცია მასთან შეთანხმებული პერიოდულობით.“. 7. სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის მონიტორინგი 1. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროექტის მონიტორინგს ახორციელებს კორპორაცია. 2. პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კორპორაცია იმოქმედებს პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“. 8. სახელმწიფო პროგრამის მე-10 მუხლის: ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება და ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება კორპორაციის მიერ წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას: ა) ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, კორპორაციის, კომერციული ბანკის, ლიზინგის გამცემისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება; ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, სესხის/სალიზინგო პროექტის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის ზედიზედ 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილების ან/და კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, კორპორაციის თანადაფინანსება წყდება; გ) პროექტის ფარგლებში გაცემული კრედიტის/ლიზინგის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება; დ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროფილის შენარჩუნების ვალდებულების დარღვევა; ე) პროგრამის ბენეფიციარის მიერ სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტში სესხის მიზნობრიობის დარღვევა (იგულისხმება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დადგენილი თანაფარდობის დარღვევა); ვ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ წარმოების დაწყების ვალდებულების დარღვევა; ზ) ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ მე-6 მუხლის 11 და 61 მუხლის 11 პუნქტების დარღვევით პროექტის დამტკიცება. აღნიშნულ შემთხვევაში კორპორაცია შეწყვეტს კონკრეტული პროექტის თანადაფინანსებას და ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მოითხოვს გადახდილი თანადაფინანსების თანხების უკან დაბრუნებას. 11. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა და ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება კორპორაციის მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში პროგრამის ბენეფიციარის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში) კორპორაციის მიერ თანადაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.“. 9. სახელმწიფო პროგრამის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.“. 10. სახელმწიფო პროგრამის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების კორპორაციაში წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2021 წლის 15 დეკემბრით.“. 11. სახელმწიფო პროგრამის 129 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;“; ბ) „დ“–„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მეწარმე სუბიექტი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელსაც კორპორაციაში საბოლოო აუდირებული დასკვნის წარდგენის დღეს არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; ე) განაცხადი – ერთი მეწარმე სუბიექტის/პროგრამის ბენეფიციარის მიერ კორპორაციისთვის ელექტრონული ფორმით წარდგენილი ერთი მიმართვა, პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით; ვ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, კორპორაციის მიერ დადგენილი პროცედურებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიენიჭა პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი; ზ) სერტიფიკატი – კორპორაციასა და პროგრამის ბენეფიციარს შორის კორპორაციის მიერ დადგენილი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) პროექტი – მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამის ფარგლებში კორპორაციისთვის წარდგენილ განაცხადში მითითებული ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოიცავს შემდეგს: თ.ა) ზოგადი ინფორმაცია (მეწარმე სუბიექტის დასახელება, იურიდიული პირის სტატუსი, საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია) მეწარმე სუბიექტისა და ამ პროგრამის მიმართულების შესახებ; თ.ბ) პროგრამის მიმართულების შინაარსობრივი მიმოხილვა; თ.გ) წარმოებისა და გადაღებების გეგმა, საქართველოში პროექტის ფარგლებში დასაქმებული რეზიდენტ(ებ)ის რაოდენობა, სავარაუდო ჯამური ბიუჯეტი, გასაწევი მთლიანი კვალიფიციური ხარჯის ოდენობა და კატეგორიზაცია; თ.დ) ზოგადი ინფორმაცია საბოლოო პროდუქტის შესახებ: თ.დ.ა) საქართველოში მიმდინარე წარმოების პროცესში ჩართული მსახიობები, პროდიუსერები და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები, საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებაში ჩართული ქვეყნები და ა.შ.; თ.დ.ბ) უცხოური ინვესტიციის შემთხვევაში − ინფორმაცია უცხოელი პარტნიორის/პარტნიორების შესახებ, იურიდიული პირის სახელწოდება (ურთიერთთანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი); თ.ე) პროექტის სავარაუდო კვალიფიციური ხარჯი; თ.ვ) გადასაღები დღეების სავარაუდო რაოდენობა; თ.ვ.ა) აღნიშვნა განგრძობადი საბოლოო პროდუქტის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაზედაც წარდგენილია მეწარმე სუბიექტის შესაბამისი დასაბუთება; თ.ზ) ამ პროგრამის 1211 მუხლის „გ“, „ვ“, „თ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში დოკუმენტის საბოლოო პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ 1 (ერთი) ქვეყანაში დისტრიბუციის შესახებ დოკუმენტაცია (სადისტრიბუციო მოთხოვნა); თ.თ) ამ პროგრამის 1213 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ანგარიშის რეკვიზიტები; ი) სადისტრიბუციო მოთხოვნა – მეწარმე სუბიექტის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით წარსადგენი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც მოიცავს საბოლოო პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტრიბუციის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას ან/და საბოლოო პროდუქტის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელების არეალის შესახებ მონაცემებს;“; გ) „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ლ1) განგრძობადი საბოლოო პროდუქტი − საბოლოო პროდუქტი, რომლის საქართველოში წარმოებას, ნაწილობრივ ან მთლიანად, ესაჭიროება 1 წელზე მეტი, შედგება ერთმანეთთან შინაარსობრივად/თემატურად დაკავშირებული, განცალკევებადი, დამოუკიდებელი ეპიზოდური ნაწილებისგან, რომლის ფარგლებში მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ მოცულობაზე, კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურების პერიოდსა და აუდირებული დასკვნის წარდგენის ეტაპებზე/სიხშირეზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც პროექტი წარედგინება კორპორაციის მიერ, ამ პროგრამის 1213 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით;“; დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) კომისია – კორპორაციის, სამინისტროს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ამ პროგრამით განსაზღვრული პოპულარიზაციის ელემენტის ანაზღაურების შესახებ. კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს კორპორაციის დირექტორი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარეს;“. 12. სახელმწიფო პროგრამის 1212 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით, კორპორაცია ან/და სამინისტრო უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარს გაუწიოს ტექნიკური დახმარება. 3. კორპორაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას; ბ) პროგრამაში ჩართვის მსურველ მეწარმე სუბიექტთა რეგისტრაციის მიზნით შექმნას ონლაინპლატფორმა და ამავე პლატფორმის მეშვეობით მოახდინოს განაცხადების პროგრამით დადგენილი წესით რეგისტრაცია; გ) პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამით და ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებას 20 (ოცი) პროცენტის ოდენობით; დ) პოპულარიზაციის ელემენტის შემთხვევაში, დამატებით მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 2%-დან 5%-მდე ანაზღაურებას, პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად; ე) განაცხადის ფორმის დადგენას და რეგისტრაციის პროცედურებს; ვ) პროგრამის ბენეფიციართა რეესტრის წარმოებას; ზ) სადისტრიბუციო მოთხოვნის და სადისტრიბუციო მოთხოვნის წარდგენის ფორმის დადგენას; თ) აუდირებული დასკვნის წარდგენის ფორმისა და კრიტერიუმების შემუშავებასა და დამტკიცებას; ი) სამინისტროსთან ერთად,მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების მსვლელობის მონიტორინგის ფორმის შემუშავებას. 31. კორპორაცია უფლებამოსილია, შეიმუშაოს და დაამტკიცოს სავალდებულო კრიტერიუმები ამ პროგრამის 1213 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენი პროექტისათვის. 4. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას; ბ) განაცხადის განხილვას წარდგენილი სინოპსისის/პროდუქტის აღწერის შესაბამისად და მისთვის ამ პროგრამის 1211 მუხლით განსაზღვრული მიმართულების მინიჭებას; გ) ამ პროგრამის მიზნებისთვის კორპორაციის მხრიდან კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებამდე პროექტის პროგრამის მიმართულებებთან შესაბამისობის დადგენას. აღნიშნული მიზნით სამინისტრო ვალდებულია: გ.ა) კორპორაციასთან შეთანხმებული ფორმით მოახდინოს საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების მსვლელობის მონიტორინგი; გ.ბ) მოახდინოს განხორციელებული პროექტის საბოლოო შესწავლა/შეფასება და თავდაპირველ პროდუქტთან/სინოპსისთან შესაბამისობის დადგენა; დ) პროექტის შესაბამისობის დადგენას 1213 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებთან; ე) პოპულარიზაციის ელემენტის შეფასების კრიტერიუმების შემუშავებასა და დამტკიცებას. 5. მეწარმე სუბიექტის მიერ განაცხადში წარდგენილ ინფორმაციაზე წვდომის უფლება, კორპორაციასა და სამინისტროსთან ერთად, აქვს ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.“. 13. სახელმწიფო პროგრამის 1213 მუხლის: ა) პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამაში ჩართვის მიზნით, მეწარმე სუბიექტი, კორპორაციის მიერ დადგენილი ფორმით, კორპორაციაში წარადგენს განაცხადს პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე. 11. პროგრამაში ჩართვის მიზნით, მეწარმე სუბიექტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში ხსნის შესაბამის ანგარიშს, რომლიდანაც პროგრამის ფარგლებში განახორციელებს მხოლოდ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად განსაზღვრული კვალიფიციური ხარჯების გაწევას, კონკრეტული უნიკალური კოდის მითითებით (ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატით მინიჭებული კოდი), უნაღდო ანგარიშსწორების წესით (ანგარიშის რეკვიზიტები ეცნობება კორპორაციას). ნებისმიერი სხვა ანგარიშიდან განსხვავებული წესით კვალიფიციური ხარჯების გაწევა კორპორაციისთვის არ წარმოშობს ანაზღაურების ვალდებულებას. 2. მეწარმე სუბიექტი, საჭიროების შემთხვევაში, კორპორაციას წარუდგენს დამატებით დოკუმენტ(ებ)ს კორპორაციის მიერ შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში მეწარმე სუბიექტი არ წარუდგენს კორპორაციას დამატებით დოკუმენტ(ებ)ს ან ინფორმაციას, კორპორაცია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.“; ბ) მე-5–მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობას ადგენს საქართველოს მთავრობა ან/და განგრძობადი საბოლოო პროდუქტის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი არგუმენტირებული წერილით მიმართავს კორპორაციას, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად, ამასთან, პროექტის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარმოსადგენად სავალდებულოა, აღნიშნული აკმაყოფილებდეს ამ პროგრამის 1212 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ, კორპორაციის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ კრიტერიუმებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 6. მეწარმე სუბიექტის მიერ კორპორაციაში წარდგენილ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი და კორპორაცია უფორმებს ხელშეკრულებას და გადასცემს შესაბამის სერტიფიკატს, რომელზეც ასახულია კონკრეტული უნიკალური კოდი. 61. ბენეფიციარი ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით, კორპორაციასა და ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში დაიწყოს აუდიოვიზუალური პროდუქციის წარმოების პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში კორპორაციას უფლება აქვს, შეწყვიტოს ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულება და გააუქმოს სერტიფიკატი. 7. მეწარმე სუბიექტის მიერ ამ პროგრამის მიმართულების შესაბამისად წარდგენილი პროექტის ან/და საბოლოო პროდუქტის შინაარსის ცვლილებ(ებ)ის შეტანა დასაშვებია, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ ამ პროგრამის მიმართულების შესაბამისად წარდგენილი პროექტი ან/და საბოლოო პროდუქტი (მათ შორის, პროექტში ან/და საბოლოო პროდუქტში განხორციელებული ცვლილებებიც) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით, ამ სახელმწიფო პროგრამით და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 71. ბენეფიციარის მიერ კორპორაციისთვის წარდგენილი მთლიანი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯების ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე მიმართოს კორპორაციას, რა დროსაც მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე. თუ ცვლილების შედეგად სახეზეა მთლიანი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯის 10%-ზე მეტით გაზრდა, კორპორაციის მიერ ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრული მთლიანი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯების 10%-იან ნამატზე. 72. ბენეფიციარის მიერ კორპორაციისთვის წარდგენილი სავარაუდო კვალიფიციური ხარჯებიდან თითოეულის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე მიმართოს კორპორაციას, რა დროსაც მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე. თუ ცვლილების შედეგად სახეზეა თითოეული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯ(ებ)ის 30%-ზე მეტით გაზრდა, კორპორაციის მიერ ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯ(ებ)ის 30%-იან ნამატზე. 73. ამ მუხლის 71 და 72 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ ცვლილების შედეგად მოთხოვნილი თანხა აჭარბებს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ მოცულობას, კორპორაციის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ამავე მუხლის მე-4 პუნქტით ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალური მოცულობის ფარგლებში. 8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მთლიან ლიმიტირებულ კვალიფიციურ ხარჯზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურება კორპორაციის მიერ მოხდება საბოლოო პროექტის განხორციელების, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული სავარაუდო კვალიფიციური ხარჯისა და პროექტის განხორციელების შემდეგ დაზუსტებული კვალიფიციური ხარჯის შედარების, შესაბამისი აუდიტორული კომპანიის მიერ დასკვნის (კორპორაციის მოთხოვნის შესაბამისად) კორპორაციის მიერ დადგენილი ფორმით კორპორაციაში წარდგენიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში. 9. კორპორაცია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახორციელებს მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20 (ოცი) პროცენტის ანაზღაურებას. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების დამადასტურებელი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა (რომელიც, თავის მხრივ, შედგენილია კორპოპრაციის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად) პროგრამის ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს მე-6 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვისა. 11. ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ მთლიან კვალიფიციურ ხარჯზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურების მიღებამდე ბენეფიციარი ვალდებულია, ონლაინპლატფორმის მეშვეობით კორპორაციაში წარადგინოს ანგარიში პროექტის განხორციელებისას გამოვლენილი პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების თაობაზე. 12. კორპორაცია, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, დამატებით განახორციელებს მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 2-დან 5 პროცენტამდე ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბოლოო პროდუქტი შეიცავს პოპულარიზაციის ელემენტ(ებ)ს. დამატებითი ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ 1211 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამის მიმართულების შესაბამისად, საბოლოო პროდუქციისთვის. 13. პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ კორპორაციის მიერ ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებული მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში. ამასთან, კორპორაციის მიერ დამატებითი ანაზღაურება განხორციელდება პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნის კორპორაციაში წარდგენიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში.“. 14. სახელმწიფო პროგრამის 1214 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროგრამით დადგენილი პირობებით, კორპორაციისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;“. 15. სახელმწიფო პროგრამის 1215 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. ყოველი საბიუჯეტო წლისათვის ამ პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება 5 მლნ ლარით. ამასთან, კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯამური მოცულობა არის წლის მანძილზე ხელმოწერილი ხელშეკრულებების თანახმად ამ პროგრამის 1212 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოცულობით კორპორაციის მიერ ასანაზღაურებელი თანხების ჯამი, ამ პროგრამის 1213 მუხლის 71 პუნქტში დასახელებული ნამატის გათვალისწინებით. ასევე, კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯამური მოცულობა მოიცავს 1212 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პოპულარიზაციის ელემენტისთვის განკუთვნილ თანხასაც.“. 16. სახელმწიფო პროგრამის 1216 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1216. სხვა დებულებები 1. ამ პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2023 წლის 15 დეკემბრით. აღნიშნული ვადის დასრულების შემდეგ, ამ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების კორპორაციაში წარდგენის ვადა გაგრძელდება 2024 წლის 3 იანვრიდან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადამდე განაცხადების მიღება შესაძლოა, შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა გაუტოლდება თითოეული საბიუჯეტო წლისათვის ამ პროგრამის 1215 მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებულ კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მაქსიმალურ ჯამურ მოცულობას.“. 17. სახელმწიფო პროგრამის 1227 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;“; ბ) „ლ“–“ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი, რომელთანაც კორპორაციას, პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება; მ) ლიზინგის გამცემი − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სალიზინგო პროექტს (ლიზინგით გასცემს ლიზინგის საგანს), რომელთანაც კორპორაციას, პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება; ნ) საინვესტიციო კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დახურული რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად შეუძლია სესხის გაცემა და რომელთანაც კორპორაციას, პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; ო) აქტივების მმართველი კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზირებული, რეგისტრირებული ან აღიარებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად შეუძლია სესხის გაცემა, რომელთანაც კორპორაციას, პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;“; გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფი − ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფი დგინდება/განისაზღვრება კორპორაციის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით;“; დ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) კვლევისა და განვითარების (R&D) ხარჯი − ხარჯი, რომელიც გაწეულია კვლევისა და განვითარებისთვის (R&D), რომელიც, თავის მხრივ, დასტურდება სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადაში წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშით. ამასთან, კვლევის და განვითარების ხარჯების მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება კორპორაციის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით;“. 18. სახელმწიფო პროგრამის 1228 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კორპორაციის მიერ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კორპორაციასა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. ამასთან, კორპორაცია უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველ კომპანიას მოსთხოვოს, მათ შორის და არა მხოლოდ, სესხის გაცემისა და რისკის მართვასთან დაკავშირებული პროცესების მარეგულირებელი დოკუმენტაცია და მათში შესული ყველა ცვლილება/დამატება.“. 19. სახელმწიფო პროგრამის 1229 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) რეგისტრირებულია კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფაში და არის კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრის წევრი;“; ბ) მე-4 პუნქტის: ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შეასრულოს კორპორაციის დირექტორის მიერ დადგენილი მარკეტინგული მოთხოვნები;“; ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) წარუდგინოს კორპორაციას პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში პროგრამის ფარგლებში სესხის სრულად ათვისებიდან (გახარჯვიდან) არაუგვიანეს 6 თვისა, მაგრამ არაუმეტეს სესხის/სესხის პირველი ტრანშის პროგრამის ფარგლებში გაცემიდან 36 თვის ვადისა ან სალიზინგო პროექტის გაცემიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, კორპორაციის მიერ დადგენილი წესისა და მოთხოვნების დაცვით.“; გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ პროგრამის ფარგლებში კორპორაციის წინაშე ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები ან/და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული სანქციები განისაზღვრება კორპორაციის დირექტორის მიერ. 6. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ სესხთან/სალიზინგო პროექტთან მიმართებით ბანკი/ლიზინგის გამცემი სარგებლობს სასესხო შეთანხმების პროექტით, ამ შემთხვევაში, გარდა პროგრამით განსაზღვრული პირობებისა, როგორც მეწარმე სუბიექტი, ასევე თავად ბანკი/ლიზინგის გამცემი უნდა აკმაყოფილებდნენ სასესხო შეთანხმების ყველა სავალდებულო პირობას, რომელიც გაწერილი იქნება კორპორაციასა და ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის ამ პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში.“. 20. სახელმწიფო პროგრამის 1230 მუხლის: ა) მე-8 პუნქტის: ა.ა) „ა“-„ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროგრამის ფარგლებში სესხის/სესხის პირველი ტრანში (რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ლარისა) უნდა გაიცეს კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემთხვევაში კორპორაცია არ განახორციელებს მეწარმე სუბიექტის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას და აღნიშნული სესხი აღარ მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად; ბ) პროგრამის ფარგლებში სესხის ბოლო ტრანში უნდა გაიცეს კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ სესხებზე პროგრამის ფარგლებში ტრანშის გაცემა არ დაიშვება და ამ სესხის მხარდაჭერა განხორციელდება მხოლოდ პროგრამის ფარგლებში გაცემულ ნაწილზე;“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სესხის მოთხოვნები არ მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ათვისება მოხდება ექსპორტზე გასატანი პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად. აღნიშნული შეღავათის სარგებლობისთვის დამატებით მოთხოვნებს სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს კორპორაცია.“; ბ) მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სალიზინგო პროექტით განსაზღვრული ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის (გრაფიკით განსაზღვრული ბენეფიციარის ვალდებულება) გადახდა უნდა იქნეს დაწყებული კორპორაციის მიერ სალიზინგო პროექტის დადასტურებიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადაში. ამ ვადის დარღვევით კორპორაცია არ განახორციელებს მეწარმე სუბიექტის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას და სალიზინგო პროექტი აღარ ითვლება პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად; ბ) პროგრამის ფარგლებში სალიზინგო პროექტი უნდა გაიცეს კორპორაციის მიერ სალიზინგო პროექტის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული სალიზინგო პროექტის ფარგლებში არ დაიშვება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ამასთან, პირველი მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულება არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები;“. 21. სახელმწიფო პროგრამის 1231 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამა ხორციელდება კორპორაციის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის/უზრუნველყოფების გამოყენებით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განაცხადის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში კორპორაცია ადასტურებს ან უარყოფს სესხის/სალიზინგო პროექტის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის პირობებთან. კორპორაციის მიერ განაცხადის დადასტურების შემთხვევაში სესხი/სალიზინგო პროექტი მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად.“. 22. სახელმწიფო პროგრამის 1232 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის თანადაფინანსებისას, კორპორაცია ახორციელებს ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ქვემოთ მოცემული პირობის შესაბამისად: ა) სესხის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით; ან ბ) ამ პროგრამის დანართ №1-ში განსაზღვრული 38.11.0, 38.12.0, 38.21.0, 38.22.0, 38.31.0, 38.32.0 ქვეკლასის კოდებისთვის სესხის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით. 2. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებისას, კორპორაცია ახორციელებს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ქვემოთ მოცემული პირობის შესაბამისად: ა) სალიზინგო პროექტის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული ერთი პროცენტის ოდენობით; ან ბ) ამ პროგრამის დანართ №1-ში განსაზღვრული 38.11.0, 38.12.0, 38.21.0, 38.22.0, 38.31.0, 38.32.0 ქვეკლასის კოდებისთვის სალიზინგო პროექტის ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 2 პროცენტის ოდენობით. 3. კორპორაციის მიერ თანადაფინანსების თანხის ოდენობის (მათ შორის, კორპორაცია უფლებამოსილია ყოველთვიური თანადაფინანსების თანხის დათვლა განახორციელოს გრაფიკით გათვალიწინებული წინა გადახდიდან მიმდინარე გადახდამდე გასული პერიოდისთვის გრაფიკით გათვალიწინებული გადახდის დღეს არსებულ სესხის/ლიზინგის საგნის ღირებულების საწყის ძირზე იმ დღეს მოქმედი რეფინანსირების განაკვეთის გამოყენებით), რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში შეცვლილი განაკვეთის ასახვისა და გადახდის წესი რეგულირდება ფინანსურ ინსტიტუტსა და კორპორაციას შორის პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში. 4. კორპორაცია ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესრულებისათვის თანადაფინანსების თანხას რიცხავს ფინანსური ინსტიტუტის მიერ ბანკში სპეციალურად ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. 5. ფინანსური ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარის კონკრეტული ვალდებულებისათვის თანხის მიმართვის წესი და სპეციალური ანგარიშის მონიტორინგის პირობები რეგულირდება ფინანსურ ინსტიტუტსა და კორპორაციას შორის ამ პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების შესაბამისად. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, კორპორაციის წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სპეციალურ ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია აწარმოოს მონიტორინგი სპეციალურ ანგარიშზე თანხების ბრუნვასთან დაკავშირებით და კორპორაციას მიაწოდოს ინფორმაცია მასთან შეთანხმებული პერიოდულობით.“. 23. სახელმწიფო პროგრამის 1233 მუხლის: ა) პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება მოიცავს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 2. მეწარმე სუბიექტი/ბენეფიციარი მიმართავს კორპორაციას საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსებაში ჩართვის თაობაზე. 3. კორპორაცია, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, 10 კალენდარული დღის ვადაში ადასტურებს ან უარყოფს ბენეფიციარის განაცხადს. განაცხადის დასტურის შემთხვევაში კორპორაციასა და ბენეფიციარს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა იქნეს გაფორმებული მეწარმე სუბიექტის მიერ საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ფარგლებში კორპორაცია ახორციელებს საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსებას ბენეფიციარის მიერ ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 41 (ორმოცდაერთი) თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვისა.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსების გამოყენებისათვის ბენეფიციარის მიერ გადახდილი საფასურის კორპორაციის მიერ ანაზღაურება ხდება ეროვნულ ვალუტაში, ბენეფიციარის მიერ თანხის გადახდის დღისთვის ან კორპორაციის მიერ თანხის გადარიცხვის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელიც არის უმცირესი.“. 24. სახელმწიფო პროგრამის 1234 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მწვანე კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს კორპორაციას, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის/სალიზინგო პროექტის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი ფინანსური ინსტიტუტის ცნობა და შესაბამისი ანგარიში, კორპორაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, შესაბამისი ანგარიშის წარდგენა არ არის სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხის მწვანე ტაქსონომიასთან შესაბამისობა დასტურდება ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული მონიტორინგით. 6. კორპორაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. 7. კორპორაცია, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.“. 25. სახელმწიფო პროგრამის 1235 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი (სრულად ან ნაწილობრივ) მიმართულ იქნა კორპორაციის მიერ დადგენილი ციფრული ინსტრუმენტის/გადაწყვეტის შემუშავების/შესყიდვის და დანერგვის ხარჯებისთვის;“; ბ) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გაციფრულების კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს კორპორაციას, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. კორპორაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. 5. კორპორაცია, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.“. 26. სახელმწიფო პროგრამის 1236 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კვლევისა და განვითარების კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს კორპორაციას, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, კორპორაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. კორპორაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. 5. კორპორაცია, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.“. 27. სახელმწიფო პროგრამის 1237 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მაღალმთიანი რეგიონის კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს კორპორაციას, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის/სალიზინგო პროექტის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, კორპორაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. კორპორაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. 5. კორპორაცია, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.“. 28. სახელმწიფო პროგრამის 1238 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი განაცხადით მიმართავს კორპორაციას, რომელსაც უნდა დაურთოს სესხის/სალიზინგო პროექტის მიზნობრივად გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი ანგარიში, კორპორაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. კორპორაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილ განაცხადს განიხილავს 30 დღის ვადაში და პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. 5. კორპორაცია, განაცხადის დადასტურების შემთხვევაში, 10 დღის ვადაში ახდენს ბენეფიციარისთვის გრანტის ჩარიცხვას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.“. 29. სახელმწიფო პროგრამის 1239 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბენეფიციარის სტატუსი და პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მხარდაჭერა წყდება შემდეგი გარემოებების დადგომის შემთხვევაში: ა) პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის დეფოლტის დადგომა; ბ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის/ლიზინგის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან/და რეფინანსირება; გ) ბენეფიციარის მიერ 1230 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული სესხის მოთხოვნების დარღვევა; დ) ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი/სალიზინგო პროექტი გამოყენებულია ისეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის, რომელიც არ თავსდება ამ პროგრამის დანართ №1-ით დადგენილ ჩამონათვალში; ე) ფინანსური ინსტიტუტის მიერ პროგრამის დარღვევით სესხის/სალიზინგო პროექტის დამტკიცება; ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ბენეფიციარის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები. 4. პროგრამის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბენეფიციარის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია დააბრუნოს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.“. 30. სახელმწიფო პროგრამის 1240 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1240. პროგრამის მონიტორინგი 1. კორპორაცია, მის მიერ დადგენილი წესითა და ვადებში, უზრუნველყოფს ბენეფიციარის ან/და ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. ფინანსური ინსტიტუტი, თავის მხრივ, ვალდებულია ხელი შეუწყოს კორპორაციას ამ პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ჩატარებაში. 2. ბენეფიციარის მხრიდან პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კორპორაციას აღნიშნულის თაობაზე. 3. პროგრამის ფარგლებში კორპორაცია უფლებამოსილია, ფინანსური ინსტიტუტისგან მოითხოვოს სესხთან/სალიზინგო პროექტთან/ბენეფიციართან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. 4. თუ კორპორაციის მონიტორინგის შედეგად დადგინდა ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევა/შემთხვევები, კორპორაცია იმოქმედებს პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 5. თუ კორპორაცია მონიტორინგის შედეგად დაადგენს ფინანსური ინსტიტუტის მიერ სესხის/სალიზინგო პროექტის პროგრამის პირობების დარღვევით გაცემის შემთხვევას, ფინანსურ ინსტიტუტს ეკისრება ამ პროგრამის 1228 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა.“. 31. სახელმწიფო პროგრამის 1241 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით მოხდეს დონორი ორგანიზაციის მეშვეობით ან/და ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე.“. 32. სახელმწიფო პროგრამის 1243 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში შესაბამის ანგარიშს წარადგენს კორპორაციის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“. 33. სახელმწიფო პროგრამის 1244 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;“; ბ) „დ“-„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია − მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს იმ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც განსაზღვრულია კორპორაციის დირექტორის მიერ, რომელიც განთავსებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ოფიციალურ ვებგვერდზე; ე) განაცხადი – ერთი მეწარმე სუბიექტის მიერ კორპორაციისთვის ელექტრონული ფორმით წარდგენილი ერთი მიმართვა, პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით; ვ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, კორპორაციის მიერ დადგენილი პროცედურებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიენიჭა პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი; ზ) კომისია − კორპორაციის მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს შესულ განაცხად(ებ)ს და იღებს გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტის დაფინანსების შესახებ. ამასთან, კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება განსაზღვრულია კორპორაციის დირექტორის მიერ;“; გ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) თანადაფინანსება − პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გამოყოფილი თანხა; კ) ბენეფიციარის ხელშეკრულება − კორპორაციასა და პროგრამის ბენეფიციარს შორის ტექნიკური დახმარების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება.“. 34. სახელმწიფო პროგრამის 1246 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის ფარგლებში ცალკეული კომპონენტებისა და შესაბამისი მიმართულებების მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობის სახეები განისაზღვრება კორპორაციის დირექტორის მიერ.“. 35. სახელმწიფო პროგრამის 1247 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1247. ტექნიკური დახმარების დაფინანსების მოცულობა 1. კორპორაციის მხრიდან 1245 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული პროდუქტის ლიცენზირების/სერტიფიცირების და საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირების კომპონენტების (ცალკეულის) დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ბენეფიციარზე განისაზღვრება 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ვალუტაში ოდენობით გადახდის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. 2. კორპორაციის მხრიდან 1245 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროდუქტის ბრენდინგის/პროდუქტის შეფუთვის კომპონენტის თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა პროგრამის ბენეფიციარზე განისაზღვრება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.“. 36. სახელმწიფო პროგრამის 1248 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პროგრამის ჩატარების ეტაპებს, ვადებს, ბიუჯეტის ფორმირების წესს, კომპონენტის შესაბამისად მეწარმე სუბიექტის მიერ განსახორციელებელი თანამონაწილეობის ოდენობასა და სხვა პირობებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დამატებით მოთხოვნებს, როგორც მეწარმე სუბიექტებისათვის/ბენეფიციარებისათვის, განსაზღვრავს კორპორაციის დირექტორი.“. 37. სახელმწიფო პროგრამის 1249 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1249. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც კორპორაცია უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების ვადებისა და პირობების შესაბამისად. აღნიშნული მიზნით: ა) კორპორაცია უფლებამოსილია, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეულ კომერციულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფისათვის, რომელზედაც კორპორაცია მიერ დადგენილი წესით განთავსდება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხული თანხა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი) ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს, კორპორაციის მიერ დადგენილი წესით გადაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ბენეფიციარისათვის განკუთვნილი თანხის პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით სრულად ან ნაწილობრივ აუთვისებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა კორპორაციის მიერ მიმართულ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მიერ განაცხადების მიღება ან/და კომისიის მიერ განაცხადის განხილვა შესაძლებელია შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად კორპორაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა გაუტოლდება ან/და გადააჭარბებს თითოეული საბიუჯეტო წლისთვის ამ დადგენილების 1248 მუხლის მე-3 პუნქტით ფორმირებული ბიუჯეტის ჯამურ მოცულობას.“. 38. სახელმწიფო პროგრამის 32-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მე-5 მუხლის მე-2- მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კრედიტის/ლიზინგის მიმართულება მოიცავს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ/რესტრუქტურიზებულ/ რეფინანსირებულ კრედიტზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. 3. კრედიტის/ლიზინგის მიმართულების ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარი უზრუნველყოფს: ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დაწყებას, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 3 წლისა, ხოლო არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში – პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 24 თვისა. საქმიანობის დაწყების დასახელებული ვადები ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზეც, რომელთაც კორპორაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საქმიანობის დაწყების ვალდებულება უდგებათ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში; ბ) ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში, საერთაშორისო ბრენდის გამოყენების შემთხვევაში, საქმიანობის დაწყებას კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე, საქმიანობის დაწყებას ან/და, არსებულის გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) წლისა. საქმიანობის დაწყების დასახელებული ვადები ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზეც, რომელთაც კორპორაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად საქმიანობის დაწყების ვალდებულება უდგებოდათ 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებიდან ან/და არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში, კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის/ლიზინგის საგნის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას; დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებიდან ან/და არსებულის გაფართოების/გადაიარაღების დასრულების შემდგომ, 3 წლის განმავლობაში, საქმიანობის პროფილის შენარჩუნებას. 4. საერთაშორისო ბრენდის მიმართულება მოიცავს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 41 (ორმოცდაერთი) თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში, კორპორაციასა და პროგრამის ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეულ საანგარიშო წელზე, წელიწადში არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა, პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. მხოლოდ იმ ბენეფიციარებისათვის, რომლებსაც საერთაშორისო ბრენდით საქმიანობა მოუწიათ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა აღემატება წელიწადში 300 000 (სამასი ათასი) ლარს, ამ პროგრამის საერთაშორისო ბრენდის გამოყენების მიმართულება გავრცელდება მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე. საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის პროგრამის ბენეფიციარის მიერ გადახდილი საფასურის კორპორაციის მიერ ანაზღაურება ხდება ეროვნულ ვალუტაში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ თანხის გადახდის დღისთვის ან კორპორაციის მიერ თანხის გადარიცხვის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელიც არის უმცირესი.“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინდუსტრიაში საქმიანობისთვის და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გარდამავალ პერიოდში კრედიტის დამტკიცებისა და კორპორაციის მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში, კორპორაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, კრედიტის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობისათვის ან/და არსებულის გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის, კომერციული ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გარდამავალ პერიოდში კრედიტის დამტკიცებისა და კორპორაციის შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში, კორპორაცია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას კრედიტის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3 (სამი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული საწარმოს გაფართოებისთვის/ გადაიარაღებისათვის, პროგრამის ბენეფიციარისთვის/პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის: − მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, გარდა დანართი №1-ის განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის 56.10.0 და 56.30.0 კოდებისა, სადაც სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 10 000 ლარსж − მაქსიმალური მოცულობა − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს. ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ ამავე პუნქტით სესხის აღების მომენტში: − არ არის დასრულებული კორპორაციის მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს კორპორაციის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება; − უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია კორპორაციის წინაშე იმ კონკრეტული მომენტისათვის ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში და თუ მას არ გააჩნია სახელმწიფო მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მიუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასტუმრო ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებული სასტუმროს გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის პროგრამის ბენეფიციარისთვის/პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის: − მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს; − მაქსიმალური მოცულობა, კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე − 4,000,000.0 (ოთხი მილიონი) ლარს. ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ, ამავე პუნქტით სესხის აღების მომენტში: − არ არის დასრულებული კორპორაციის მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს კორპორაციის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება; − უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია კორპორაციის წინაშე იმ კონკრეტული მომენტისათვის ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში და თუ მას არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.“; ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში საქმიანობის დასაწყებად ან/და არსებულის გაფართოებისათვის/გადაიარაღებისათვის პროგრამის ბენეფიციარისთვის/ პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტისთვის პირველად გაცემული კრედიტის: − მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს; − მაქსიმალური მოცულობა, კრედიტთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის მიმართულების გამოყენების შემთხვევაში − 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს, ხოლო საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე − 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს.“; ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ პროგრამის ფარგლებში, ამ მუხლის მე-4 (გარდა დანართ №1-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის 56.10.0 და 56.30.0 კოდებისა, სადაც 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით სესხის აღების შემთხვევაში შესაძლებელია სესხის სრული ოდენობა გაიცეს როგორც საბრუნავი, ან/და კაპიტალური დანახარჯების გასაწევად) მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული კრედიტი კომერციული ბანკის მიერ გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით: ა) წარმოებისათვის/საქმიანობისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯების გასაწევად − კრედიტის მოცულობის არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტისა; ბ) საბრუნავი საშუალებების შესაძენად – კრედიტის მოცულობის არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) პროცენტისა.“; ზ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ1) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კორპორაცია კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხვით, სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად, თუ ბენეფიციარის მხრიდან სრულად და დროულად არის შესრულებული საანგარიშო თვის განმავლობაში გადასახდელი სესხის ძირისა და დარიცხული მისი წილი საპროცენტო სარგებლის (კორპორაციის თანადაფინანსების გარეშე) გადახდის ვალდებულება. ბენეფიციარის სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების დასაფარად, გადარიცხული თანხის მიმართვის ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს. კომერციული ბანკი ვალდებულია, კორპორაციის წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სატრანზიტო ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას.“; თ) მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომერციული ბანკის ან სხვა კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის რესტრუქტურიზების/რეფინანსირების შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა იზრდება 12 თვით (მიუხედავად იმისა, ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიცირდება თუ არა მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში ან/და აქვს თუ არა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება ან/და რეგისტრირებულია თუ არა მოვალეთა რეესტრში), შესაბამისად იზრდება კორპორაციის მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის თავდაპირველი მოცულობა ნამეტი 12 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, აღნიშნული არ ვრცელდება გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში აღებული სესხების პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას/ რეფინანსირებისას;“. 4. 61 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კორპორაცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, უზრუნველყოფს ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გარდამავალ პერიოდში კორპორაციის დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის საგნის მიღება-ჩაბარების შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული 36 (ოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ლიზინგის საგნის გაცემის დღეს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებულ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 41 (ორმოცდაერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ ლიზინგის გამცემის მიერ გაცემული ლიზინგის საგნის დაფინანსების 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული ლიზინგის საგნის ვადით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე/პროგრამაში ჩართვის მსურველ მეწარმე სუბიექტზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000.0 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ უნდა აღემატებოდეს 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ პროგრამის ბენეფიციარზე ერთსა და იმავე ინდუსტრიაში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუკი ლიზინგის საგნის ღირებულებათა ჯამური მოცულობა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში არ აღემატება 10,000,000.0 (ათი მილიონი) ლარს. ხსენებული მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან ნებისმიერ პერიოდში პროგრამაში ჩართულ პროგრამის ბენეფიციარს, რომლის მიმართ, ამავე პუნქტით ლიზინგის საგნის აღების მომენტში: − არ არის დასრულებული კორპორაციის მიერ თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი ან ამ პერიოდის დასრულების შემდგომ, ბენეფიციარის მხრიდან მიმდინარეობს კორპორაციის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, მიუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში; − უკვე დასრულებულია თანადაფინანსების ოცდაოთხთვიანი პერიოდი და მისი მხრიდან ჯეროვნად შესრულებულია კორპორაციის წინაშე იმ მომენტისათვის ნაკისრი ყველა ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში და თუ მას არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მიუხედავად იმისა, პროგრამის ამ ბენეფიციარის ეკონომიკური საქმიანობა თავსდება თუ არა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მოქმედი დადგენილების დანართ №1-ის ჩამონათვალში.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ1) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კორპორაცია ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის დადგენილ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ამ დადგენილების 61 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხვით, შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, თუ ბენეფიციარის მხრიდან სრულად და დროულად არის შესრულებული საანგარიშო თვის განმავლობაში გადასახდელი ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული მისი წილი საპროცენტო სარგებლის (კორპორაციის თანადაფინანსების გარეშე) გადახდის ვალდებულება. ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დარიცხვის გრაფიკის შესაბამისად, წარმოშობილი ვალდებულების დასაფარად, გადარიცხული თანხის მიმართვის ვალდებულება ეკისრება ლიზინგის გამცემს. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, კორპორაციის წილი ვალდებულების (თანადაფინანსების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სატრანზიტო ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას.“; დ) მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) გაცემული მიმდინარე სალიზინგო პროექტის იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემის მიერ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შემთხვევაში ლიზინგის გამცემი ვალდებულია, გამოიყენოს არაუმეტეს ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული მიმდინარე საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, თუ ხდება პროგრამის ფარგლებში ადრე გაცემული რამდენიმე სალიზინგო პროექტის დაფარვა/გადაფარვა, ლიზინგის გამცემი ვალდებულია, გამოიყენოს დაფარული/გადაფარული სალიზინგო პროექტების ფარგლებში ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი; ე) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სალიზინგო პროექტის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შემთხვევაში კორპორაციის მხრიდან თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა იზრდება დამატებით 12 თვით (მიუხედავად იმისა, ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კვალიფიცირდება თუ არა მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოდ, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში ან/და აქვს თუ არა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება ან/და რეგისტრირებულია თუ არა მოვალეთა რეესტრში), შესაბამისად, იზრდება კორპორაციის მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის თავდაპირველი მოცულობა ნამეტი 12 თვის განმავლობაში ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსების სახით გადასახდელი თანხის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, აღნიშნული არ ვრცელდება გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული სალიზინგო პროექტის რესტრუქტურიზებისას/ რეფინანსირებისას;“ 39. სახელმწიფო პროგრამის 33-ე მუხლის მე-2-მე-4 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. კორპორაცია სესხების თანადაფინანსებას ახორციელებს ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ბანკის მიერ გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, სესხის პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებიდან/რეფინანსირებიდან ან/და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის დადასტურებიდან 101 (ას ერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს აღნიშნულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“. 3. 61 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. კორპორაცია სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს სალიზინგო კომპანიის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, სალიზინგო პროექტის პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებიდან/რეფინანსირებიდან ან/და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის დადასტურებიდან 101 (ას ერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ სალიზინგო პროექტის ვადა 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სალიზინგო პროექტის ვადით.“. 4. კორპორაცია განახორციელებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად თანადაფინანსებას, მხოლოდ ბენეფიციარის ბანკში/სალიზინგო კომპანიაში მიმართვის საფუძველზე პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სესხზე თანადაფინანსების პირობების ცვლილების თაობაზე ან/და პროგრამის ფარგლებში სესხის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების საშუალებით. 11. დაემატოს საზღვაო თევზჭერის გარანტიის კომპონენტი შემდეგი პირობებით: ა) საზღვაო თევზჭერის გარანტიის კომპონენტში (შემდგომში − კომპონენტი) ჩართვის შესაძლებლობა აქვს ამ პროგრამის ფარგლებში საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიზნობრიობით გაცემულ სალიზინგო პროექტ(ებ)ს, გარდა „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით განსაზღვრული ლიცენზიანტებისა; ბ) კომპონენტი ხორციელდება კორპორაციის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით; გ) კომპონენტის ფარგლებში კორპორაცია გასცემს სალიზინგო გარანტიას (შემდგომში − გარანტია), ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; დ) კომპონენტის ფარგლებში გარანტია გაიცემა სალიზინგო კომპანიის მიერ მოთხოვნილ, არაუმეტეს სალიზინგო პროექტის ძირი თანხის 60 პროცენტის ოდენობაზე; ე) კომპონენტის ფარგლებში სალიზინგო პროექტის ლიზინგის საგნის ღირებულებისა და გარანტიის ჯამის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სალიზინგო პროექტის ძირი თანხის მთლიანი მოცულობის 110 (ას ათი) პროცენტს; ვ) გარანტია მოქმედებს სალიზინგო პროექტის კომპონენტში ჩართვიდან არაუმეტეს 8 წლის განმავლობაში; ზ) სალიზინგო კომპანია აგზავნის კორპორაციაში განაცხადს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სალიზინგო პროექტის კომპონენტში ჩართვის შესახებ; თ) კორპორაცია განაცხადის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტის კომპონენტში ჩართვის შესახებ. კორპორაციის დასტურის შემთხვევაში სალიზინგო პროექტი მიიჩნევა კომპონენტში ჩართულად; ი) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განაცხადის დადასტურების შემდეგ, სალიზინგო კომპანია, კორპორაციასთან შეთანხმებული ფორმით და ვადაში, წარადგენს განაცხადს გარანტირებული ნაწილის (გაცემულ სალიზინგო პროექტზე კორპორაციის მიერ განთავსებული/განსათავსებელი თანხა) მოთხოვნის თაობაზე; კ) კორპორაცია, განაცხადის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყოფს გარანტირებული ნაწილის ჩარიცხვას საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრულ სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე; ლ) ყოველი თვის 10 რიცხვამდე კორპორაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული სალიზინგო პროექტების ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად გარანტირებული ნაწილის შემცირებას; მ) კორპორაცია ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის გარანტირებული ნაწილიდან გამოთავისუფლებულ თანხებს მიმართავს საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრულ საერთო სახსრებში; ნ) საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრული დეფოლტის დადგომის შემთხვევაში სალიზინგო კომპანია დაუყოვნებლივ აცნობებს კორპორაციას და აწვდის ინფორმაციას ასათვისებელი გარანტირებული ნაწილის ოდენობის თაობაზე (შემდგომში − ასათვისებელი თანხა); ო) ასათვისებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება გადეფოლტებული სალიზინგო პროექტის ნარჩენი ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად; პ) კორპორაცია ამოწმებს ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი ასათვისებელი თანხის სისწორეს და, დადასტურების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული გარანტირებული ნაწილის სრული ოდენობით (თუმცა არაუმეტეს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სესხის ძირი თანხის 60 პროცენტის ოდენობისა) გადარიცხვას სალიზინგო კომპანიისთვის. ამისათვის, სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული გარანტირებული ნაწილი სრულად ჩაირიცხება ხაზინაში კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, რის შემდგომაც კორპორაცია ახდენს აღნიშნული თანხის გადარიცხვას სალიზინგო კომპანიის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე; ჟ) დეფოლტის დადგომის საფუძველზე, სალიზინგო კომპანია უზრუნველყოფს გადეფოლტებული სალიზინგო პროექტის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელებას, საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; რ) გარანტიის კომპონენტის ფარგლებში განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრით.“. 40. სახელმწიფო პროგრამის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში პროგრამის ბენეფიციარის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში) კორპორაციის მიერ თანადაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, დააბრუნოს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.“.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 22 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები