„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 22/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020030.10.003.025767
218
21/05/2026
ვებგვერდი, 22/05/2026
190020030.10.003.025767
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2026 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/08/2021, 190020030.10.003.022943) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სააქციო საზოგადოებამ – „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ (შემდგომში  სახელმწიფო პროგრამა) პირველი მუხლის:

ა)  „კ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პროექტის სუბსიდირება – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მხრიდან კომერციული ბანკის მიერ ბინის/სახლის შეძენის ან სახლის აშენების მიზნით გაცემულ იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის პროგრამით განსაზღვრული პირობებით დაფარვა;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;“;

გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ხელშეკრულება − კორპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;“;

დ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) მიმართვა – კორპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით ბანკის მიერ კორპორაციაში წარდგენილი განაცხადი მსესხებლისა და სესხის ძირითადი მახასიათებლების შესახებ;

უ) განაცხადი – კორპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით კომერციული ბანკის მიერ კორპორაციაში წარსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია მის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხებისათვის, სუბსიდირების თანხის ჩარიცხვის თაობაზე, იმ ბენეფიციარების მიხედვით, რომელთაც განაცხადის წარდგენის დღისათვის შესრულებული აქვთ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებები.“.

3. სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კორპორაციის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

3. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს კორპორაცია.“.

4. სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.“.

5. სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კორპორაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული პროექტებისათვის უზრუნველყოფს:

ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ლიმიტების შესაბამისად;

ბ) პროგრამის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას.

2. კორპორაციასა და კომერციულ ბანკებს შორის პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.“.

6. სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკი ამოწმებს მსესხებლის შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებთან და შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სესხისა და მსესხებლის თაობაზე ინფორმაციას/მიმართვას აგზავნის კორპორაციაში, რომელიც თავის მხრივ ბანკის მიერ მოწოდებულ მიმართვაზე დაყრდნობით ადასტურებს ან უარყოფს სესხს შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. კორპორაციის დადასტურების შემთხვევაში სესხი ითვლება დამტკიცებულად პროგრამის ფარგლებში.“;

ბ) მე-4მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, კორპორაცია, ამავე მუხლით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას გაცემული სესხის ვადით), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული

  • 3,5 %- ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით – თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი,
  • 1,5 %-ის, მაგრამ, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით – თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი.

5. სუბსიდირების მანძილზე კორპორაციის მიერ გადასახდელი სუბსიდირების თანხის ოდენობა ცვალებადია და დამოკიდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთზე.

6. კორპორაციის მიერ სუბსიდირება ხორციელდება იმ დრომდე, სანამ დარიცხული რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5 %-ს. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირების შედეგად კორპორაციის მიერ შეწყვეტილი სუბსიდირება განახლდება რეფინანსირების განაკვეთის 5%-ზე მეტად გაზრდისთანავე, სუბსიდირების დარჩენილი ვადით.

7. კორპორაციის მიერ სუბსიდირების თანხის ოდენობის (მათ შორის, კორპორაცია უფლებამოსილია ყოველთვიური სუბსიდირების თანხის დათვლა განახორციელოს გრაფიკით გათვალიწინებული წინა გადახდიდან მიმდინარე გადახდამდე გასული პერიოდისთვის გრაფიკით გათვალიწინებული გადახდის დღეს არსებულ სესხის საწყის ძირზე იმ დღეს მოქმედი რეფინანსირების განაკვეთის გამოყენებით), რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში შეცვლილი განაკვეთის ასახვისა და გადახდის წესი რეგულირდება კომერციულ ბანკს და კორპორაციას შორის     მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

8. პროგრამის ბენეფიციარს, რომელსაც ყავს 2 შვილი, და პროგრამის მოქმედების პერიოდში შეეძინება შვილი ან/და შვილად აიყვანს არასრულწლოვან პირს, ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით, კორპორაცია განახორციელებს მის სესხზე დარიცხული პროცენტის გაზრდილი ოდენობით სუბსიდირებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ლიმიტის შესაბამისად.

9. კორპორაცია კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას ახორციელებს კორპორაციაში ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ბანკის მიერ სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვით, დადგენილებით და ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

10. ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, პროგრამის მოქმედების პერიოდში კორპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში პროგრამის ბენეფიციარს კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა;

ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა;

გ) კრედიტის გაცემისას დარღვევების დაფიქსირების, მათ შორის, კრედიტის გაცემისას ამ პროგრამის ან/და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობების შეუსაბამობის შემთხვევაში კომერციულ ბანკს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა.

11. ბანკი ვალდებულია, ბენეფიციარისათვის გათვალისწინებული თანხის ამ მუხლის მე-9 პუნქტით  განსაზღვრულ ანგარიშზე ზედმეტობის წარმოშობის შემთხვევაში რიცხული ნაშთი (ზედმეტობა) დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას.

12. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, კორპორაცია უფლებამოსილია პროგრამასთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკებისათვის მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

7. სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. კორპორაციის სუბსიდირების შეწყვეტის პირობები

1. პროგრამის ფარგლებში კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება კორპორაციის მიერ წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, კორპორაციის, კომერციული ბანკის პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულებისას;

ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას, კერძოდ, სესხის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილების ან/და კომერციული ბანკის სააღსრულებო ფურცლის მიღებისას;

გ) პროგრამის ფარგლებში გაცემული კრედიტის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია/ რეფინანსირებისას;

დ) იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებისას;

ე) სესხის ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტისას.

2. პროგრამის ფარგლებში კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება კორპორაციის მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 22 მაისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე