დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 219 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.025768 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2022, 240140000.10.003.023778) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სააქციო საზოგადოებამ – „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში –სახელმწიფო პროგრამა) პირველი მუხლის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება − საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია; გ) კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრი − პროგრამის ფარგლებში შექმნილი სივრცე, სადაც დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურება;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მოდული – საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებისა და ბიზნესუნარების გაუმჯობესების მიმართულებების ფარგლებში კორპორაციის მიერ შემუშავებული თემატური პაკეტები.“. 3. სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრების მიერ გასაწევი მომსახურებები მოიცავს 3 მიმართულებას, ესენია: ა) საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) ბიზნესუნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა; გ) საინფორმაციო მომსახურების გაწევა.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბიზნესუნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა მოიცავს ამ პროგრამის პირველი მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის საჭიროებებზე მორგებული მოკლევადიანი/ გრძელვადიანი სემინარებისა და ლექციების/ტრენინგების მიწოდებას, მათ შორის, და არამხოლოდ, ბიზნესშეხვედრების ორგანიზებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მასშტაბური ბიზნესკამპანიების ორგანიზებასა და ამ მიზნებისათვის კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობას.“. 4. სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მისი ეკონომიკური საქმიანობის სახე თავსდება სამინისტროსთან შეთანხმებით კორპორაციის დირექტორის მიერ დადგენილ ჩამონათვალში;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კორპორაცია უფლებამოსილია, სამინიტროსთან შეთანხმებით, მოახდინოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე დამატებითი კრიტერიუმების, მათ შორის, პროგრამაში მონაწილეობის შემზღუდველი კრიტერიუმების დაწესება.“. 5. სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროსთან შეთანხმებით, კორპორაციის დირექტორის მიერ დგინდება საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიმართულებით მეწარმე სუბიექტისათვის მისაწოდებელი მოდულების ჩამონათვალი და ამ მოდულების ფარგლებში გასაწევი მომსახურებების დაფინანსებაში კორპორაციისა და მეწარმე სუბიექტის პროცენტული მონაწილეობის მაჩვენებლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კორპორაციის დირექტორის მიერ დადგენილი საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიმართულების ფარგლებში მისაწოდებელი მომსახურების ღირებულებაზე კორპორაციის მიერ განსახორციელებელი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა, გარდა დიგიტალიზაციისა, თითოეული ბენეფიციარის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 10 000 ლარს, ხოლო დიგიტალიზაციის მიმართულებით − არაუმეტეს 25 000 ლარს.“. 6. სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მართვას ახორციელებს კორპორაცია, ამავე პროგრამისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამასთანავე, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით კორპორაცია ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას. 3. პროგრამაში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის პროგრამით განსაზღვრული მომსახურებების განხორციელების წესს, ეტაპებს, ვადებს, პირობებს და ასევე ყველა სხვა დამატებით მოთხოვნებს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ პროგრამით, განსაზღვრავს კორპორაციის დირექტორი.“. 7. სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამით დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი მიმართავს კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრს. 2. კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრი აფასებს მეწარმე სუბიექტის საჭიროებებს ამ პროგრამისა და ამავე პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და სთავაზობს შესაბამის მომსახურებას.“. 8. სახელმწიფო პროგრამის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 22 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები