დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.025770 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2024, 240140000.10.003.024495) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სააქციო საზოგადოებამ – „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში – სახელმწიფო პროგრამა) პირველი მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;“; ბ) „ვ“-„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საბროკერო კომპანია – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საბროკერო კომპანია, რომელსაც კორპორაციასთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; ზ) განაცხადი – კორპორაციის დირექტორის მიერ დადგენილი განაცხადი, რომელსაც კორპორაციაში წარადგენს მეწარმე სუბიექტი პროგრამაში მონაწილეობის მიღების თაობაზე; თ) დასკვნა – კორპორაციასა და საბროკერო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმის შესაბამისად მომზადებული დასკვნა პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტის შეფასების თაობაზე;“. 3. სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბენეფიციარის მიერ სარეიტინგო კომპანიისთვის გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯი. ამასთანავე, კორპორაცია მოახდენს, „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2024 წლის 8 აპრილის №1 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მისაღები სარეიტინგო კომპანიებისგან მინიჭებული საკრედიტო რეიტინგის მოპოვებისთვის გაწეული/გასაწევი ხარჯის თანადაფინანსებას;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენტი ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების ემისიისთვის საჭირო ცოდნის ამაღლების მიზნით ტრენინგის ან/და შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებას. კორპორაციის დირექტორის მიერ დგინდება ამ კომპონენტში ჩართვისთვის მეწარმე სუბიექტის დასაშვებობის კრიტერიუმები, კომპონენტის დაფინანსების ლიმიტები/მოცულობა, ანაზღაურების წესი და სხვა პირობები.“. 4. სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის: ა) პირველი-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კორპორაციის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას. 2. კორპორაცია, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებისა და ლიმიტების შესაბამისად ბენეფიციარის თანადაფინანსებას. 3. კორპორაციასა და საბროკერო კომპანიას შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 4. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი მიმართავს კორპორაციას განაცხადით. კორპორაცია ამ პროგრამით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით განიხილავს განაცხადს და აწვდის საბროკერო კომპანიას/კომპანიებს შემდგომი რეაგირებისთვის. 5. საბროკერო კომპანია, თავის მხრივ, ადასტურებს განაცხადის მიღებას, რის შემდგომ ადგენს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ დადგენილებისა და კორპორაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და აფასებს მეწარმე სუბიექტის შესაძლებლობას ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსებასთან დაკავშირებით. შეფასების შედეგად საბროკერო კომპანია ამზადებს დასკვნას და აგზავნის კორპორაციაში. ამასთანავე, კორპორაციაში დასკვნის წარდგენის მომენტისთვის საბროკერო კომპანიასა და პროგრამაში ჩართვის მსურველ მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმებული უნდა იყოს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება. 6. დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში კორპორაცია, პროგრამით განსაზღვრული პირობებისა და დასკვნაში გამოხატული საბროკერო კომპანიის შეფასების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის ფარგლებში მეწარმე სუბიექტის პროგრამაში ჩართვის შესახებ.“; ბ) მე-8-მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვიდან საბროკერო კომპანიამ 6 თვის ვადაში უნდა წარადგინოს დამტკიცებული პროსპექტი. ამ ვადის დარღვევის შემდეგ კორპორაცია არ განახორციელებს ბენეფიციარის ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანადაფინანსებას. 9. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანადაფინანსებით სარგებლობისათვის კორპორაციასა და ბენეფიციარს შორის, ბენეფიციარის მიერ მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება უნდა მოხდეს ბენეფიციარის მიერ სარეიტინგო კომპანიასთან საკრედიტო რეიტინგის მინიჭების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე. 10. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგის მოპოვებისთვის (რეიტინგის მინიჭებისთვის) ბენეფიციარის მიერ გაწეული/გასაწევი ხარჯის ანაზღაურება მოხდება დასკვნის ფარგლებში დამტკიცებული პროსპექტის კორპორაციისთვის წარდგენის შემდგომ, კორპორაციასა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთანავე, საკრედიტო რეიტინგის მინიჭება უნდა მოხდეს შესაბამისი დასკვნის ფარგლებში ფასიანი ქაღალდების სრულ განთავსებამდე. ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებისთვის გაწეული/გასაწევი ხარჯის ანაზღაურება ერთი დამტკიცებული პროსპექტის ფარგლებში განხორციელდება მხოლოდ ერთხელ.“; გ) მე-12-მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხარჯ(ებ)ის თანადაფინანსებისთვის, საბროკერო კომპანიამ ან/და ბენეფიციარმა ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვიდან 18 თვის ვადაში უნდა მიმართონ კორპორაციას შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი წესით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში კორპორაცია არ განახორციელებს ბენეფიციარის ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ თანადაფინანსებას. 13. კორპორაცია უფლებამოსილია, რისკების (როგორებიცაა: საბროკერო კომპანიის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედება ან/და პროგრამის პირობების დარღვევა ან არაჯეროვანი შესრულება) შეფასების საფუძველზე, შეუჩეროს ან შეუწყვიტოს კონკრეტულ საბროკერო კომპანიას პროგრამაში მონაწილეობის უფლება, რის შესახებაც მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს მას. 14. პროგრამის კომპონენტების დამატებით პირობებს, ასევე დამატებით მოთხოვნებს მეწარმე სუბიექტებისთვის/ბენეფიციარებისთვის/საბროკერო კომპანიებისთვის და დასკვნისთვის განსაზღვრავს კორპორაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 5. სახელმწიფო პროგრამის მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია დაფინანსდეს საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით მოხდეს დონორი ორგანიზაციის მეშვეობით ან/და ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც კორპორაცია უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების ვადებისა და პირობების შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის აღსრულების მიზნით, კორპორაცია უფლებამოსილია, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება/მემორანდუმი. 4. პროგრამის ფარგლებში კორპორაციის მიერ განაცხადების მიღება შესაძლებელია შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული განაცხადების შესაბამისად კორპორაციის მიერ ასაღები ვალდებულებების მოცულობა გადააჭარბებს საბიუჯეტო წლისთვის კორპორაციის დირექტორის მიერ განსაზღვრულ პროგრამის ბიუჯეტის ჯამურ მოცულობას. ამასთან, კორპორაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს მეწარმე სუბიექტის კატეგორიები მათი შემოსავლების გათვალისწინებით და პროგრამისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტის ფარგლებში თითოეული კატეგორიისთვის დაადგინოს შესაბამისი ლიმიტები. მუხლი 7. გარდამავალი დებულებები 1. სსიპ – აწარმოე საქართველოში, ამავე სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 30 აპრილის №ს-43 ბრძანების ფარგლებში 2024 წლის 5 აგვისტომდე შესული B კატეგორიის მეწარმე სუბიექტების (მეწარმე სუბიექტი, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი აღემატება 60 მლნ ლარს ან/და საქმიანობს ფინანსურ სექტორში) განაცხადებს/დასკვნებს განიხილავს და უზრუნველყოფს მათ თანადაფინანსებას, ამავე ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და თანადაფინანსების მოცულობების შესაბამისად. ამასთან, კორპორაცია უზრუნველყოფს ამავე ბრძანების ფარგლებში 2024 წლის 5 აგვისტომდე უკვე დადასტურებული დასკვნების დაფინანსებას ამავე ბრძანების პირობებით. 2. კორპორაცია არ განახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების დაფინანსებას, იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის ფარგლებში განსაზღვრული თანადაფინანსება განხორციელდა დონორი ორგანიზაციის მიერ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 22 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები