„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1208
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020030.22.027.017690
1208
29/05/2026
ვებგვერდი, 29/05/2026
100020030.22.027.017690
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 1208

2026 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის №978 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/01/2024, სარეგისტრაციო კოდი: 100020030.22.027.017466) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამსახურეს წოდებრივი სარგო და დანამატი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება სამსახურის გენერალურ დირექტორზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე.“.

2. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება სამსახურის საშტატო ნუსხით, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი.

2. მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საშტატო ნუსხისა, აგრეთვე აისახება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებაში.“.

3. დანართი №1 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია