დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.017013 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „შინ მოვლის თანადაფინანსების“ (პროგრამული კოდი 06 02 17) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №48 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 01/01/20203წ., 010250050.35.160.016781) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვეპროგრამაში ჩართვა ამ წესით დადგენილი პირობებით შეუძლიათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-სს) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან პირებს, რომლებიც ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები