„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 71/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018850
71/ნ
29/05/2026
ვებგვერდი, 29/05/2026
040030000.22.022.018850
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №71/ნ

2026 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016644) პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან-ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან-ინსტიტუტებისაგან, ბიბლიოთეკის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან – რექტორის აპარატის, საქმისწარმოების სამსახურის, მართვის ორგანოების სამდივნოების, მუზეუმისა და ამ წესდებით განსაზღვრული სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელთა საქმიანობა განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს ფაკულტეტებზე არსებული სასწავლო დეპარტამენტები და სასწავლო ცენტრები.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ  მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისათვის.“.

3. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო და პროფესიული სასწავლო დეპარტამენტი/დეპარტამენტები, რომლებიც განახორციელებენ აკადემიური უმაღლესი განათლების და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.“.

4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საერთო რაოდენობა 50 წევრს აღემატება, ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ფაკულტეტიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, ფაკულტეტის დეპარტამენტების მიხედვით, დეპარტამენტების თითო წარმომადგენელი, უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ დებულებით დადგენილი წესით.“.

5. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 39-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად გამოყოფილი დაფინანსება;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე