„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016510
8
28/05/2026
ვებგვერდი, 29/05/2026
010250020.35.106.016510
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2026 წლის 28 მაისი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისადხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის №17 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/04/2023 ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016426) დამტკიცებული წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

საკრებულოს წევრს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად აუნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული სხვადასხვა ხარჯები (ტრანსპორტირების (საწვავის) და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის (მობილური ტელეფონით სარგებლობის) ხარჯები), რაზედაც გაწეული ხარჯის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად, არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა.“;

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათი, რომელსაც თან ერთვის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რეალურად გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დასაბუთების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს.

წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით რეალურად გაწეული  ხარჯები ანაზღაურდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა (თუ 10 რიცხვი უქმე ან დასვენების დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ქაჯაია