„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1630-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 460070000.05.001.103098
1630-Vმს-XIმპ
28/05/2026
ვებგვერდი, 29/05/2026
460070000.05.001.103098
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 460070000.05.001.102213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ც“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:

„ჯ1) ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზა − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარმოებული ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ელექტრონული ბაზა;“.

2. მე-11 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11მუხლი:

„მუხლი 111. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაცია

1. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღრიცხავს ტურისტული საქმიანობის სუბიექტებს და ამუშავებს შესაბამის მონაცემებს.

2. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები − ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) − ვალდებული არიან ტურისტული საქმიანობის შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში.

3. ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის დაწყების ან შეწყვეტის ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში წერილობით მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სათანადო ინფორმაცია.“.

4. 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობა დადგენილებით ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხას და მათი განხორციელების წესს, აგრეთვე განსაზღვრავს რისკის შემცველ ტურისტულ მომსახურებებს, რომელთა მიმწოდებლებს ევალებათ, ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის სადაზღვევო მოწმობა (პოლისი), ასევე ადგენს დაზღვევის  პირობებს და მისი განხორციელების წესს.“.

5. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება

1. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურება ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების განხორციელების სფეროები და შესაბამისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების ტექნიკური რეგლამენტით.

3. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.

4. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა განმახორციელებელ პირთა (პერსონალის) სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასევე განისაზღვრება რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლებს მათი განხორციელების უფლებას მიანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტი.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აწარმოებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელთა რეესტრს.

6. სერტიფიცირებული პირების (პერსონალის) მიერ სერტიფიცირების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას.“.

6. 35-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. 36-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ ტურისტული გიდის მიერ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

8. 49-ე მუხლის:

ა) მე-2−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.

3. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის (მოთხოვნების) დარღვევით განხორციელება −

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ შესაბამისი მომსახურების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“;

ვ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“;

ზ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ტუროპერატორის ან დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ შესაბამისი საქმიანობის გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“;

თ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6 1 პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“;

ი) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ორგანიზაციის საქმიანობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“;

კ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“;

ლ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ტურიზმის სფეროში კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა −

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;

მ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“;

ნ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“;

ო) მე-10−მე-13 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. 50-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს საქართველოს ტერიტორიაზე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა და მათი განხორციელების წესი, აგრეთვე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების ტექნიკური რეგლამენტი;“;

ა.დ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ე) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) 2030 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფის ოდენობის გამოთვლის წესი და პროცედურა;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2027 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა;“;

ბ.ბ) „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ2) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელ პირთა (პერსონალის) სერტიფიცირების წესი და პირობები;“;

ბ.გ) „გ“−„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.დ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) 2030 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ტურისტული პაკეტებისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების შესახებ ანგარიშის ფორმა;

ზ) 2030 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის გადახდისუუნარობისგან დაცვის სერტიფიკატის ფორმა;“.

10. 51-ე მუხლის:

ა) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კანონის 33-ე−35-ე მუხლები, 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 49-ე მუხლის მე-7−მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

8. ამ კანონის მე-13−26-ე და 38-ე−47-ე მუხლები და 49-ე მუხლის მე-2−3პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9−მე-11 პუნქტები:

„9. ამ კანონის 49-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

10. ამ კანონის 27-ე−32-ე მუხლები და 49-ე მუხლის მე-5−61 პუნქტები ამოქმედდეს 2030 წლის 1 ივნისიდან.

11. ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი−1პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 მაისი 2026 წ.

N1630-Vმს-XIმპ