დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/10 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.111.016647 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/5 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 01/02/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.111.016507) და დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. რეგლამენტის მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 40. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.“. 2. რეგლამენტის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამანდატო დროებითი კომისია, შესაბამისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნამდე განიხილავს და საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის საკითხს, დასამტკიცებლად წარადგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის განსაზღვრის შესახებ.“. 4. რეგლამენტის 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყება ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი იმ ოქმის (ოქმების) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც (რომლებითაც) დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს.“. 5. რეგლამენტის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით: ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა; გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა; დ) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; ე) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა; ვ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება; ზ) საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება; თ) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება; ი) საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.“. 6. რეგლამენტის 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 94. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი განსახილველად გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. 2. იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს დასკვნა დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ. 3. გადაწყვეტილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევისა.“. 7. რეგლამენტის 151-ე მუხლს დაემატოს 152-ე მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 152. 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია, თუ ისინი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატები, ან თუ ისინი დატოვებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდებიან სხვა პოლიტიკურ პარტიაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები