„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1623-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.103105
1623-Vმს-XIმპ
28/05/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
070030000.05.001.103105
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის, აგრეთვე ამ კანონის 81, 111 და 112 მუხლების, 115 მუხლის (გარდა იმავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა), 1113 მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა), 1114 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-8 და მე-10 პუნქტებისა), 1115 მუხლის, 1118 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა), 1119 მუხლის, 1120 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებისა), 1121 და 1122 მუხლებისა და 1124 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-2 და მე-6 პუნქტების მოქმედება. სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე ვრცელდება აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისი ნორმების მოქმედება, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

2. 112 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საჯარო მოსამსახურის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

3. 1113 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. სააგენტოს ბიუჯეტის შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.“.

4. 1118 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 1120 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შემთხვევაში);“.

5. 1121 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური წარმოება ხორციელდება ამ მუხლის, აგრეთვე მინისტრის მიერ დამტკიცებული მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებისა და დისციპლინური წარმოების წესის შესაბამისად.

2. სააგენტოს უფროსი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე. სააგენტოს უფროსისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებას მინისტრის აღნიშნული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით იღებს მინისტრი.“;

ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 1122 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ მოსამსახურეს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი ხელფასი.“.

7. 221 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 მაისი 2026 წ.

N1623-Vმს-XIმპ