დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 29/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.16.009.016819 |
|
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 18 მარტის №4 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 24/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300380000.16.009.016441, შემდგომში – დადგენილება) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“: |
1.
მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა 5 წლის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო პროცენტული მაჩვენებელით: Lt+i = 1/5∑5j=1Lფt-j , სადაც: Lt+i არის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის; Lფt-j – ტარიფის გაანგარიშების t წლის წინა t-j წლის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი აღემატება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ბუნებრივი გაზის 4 პროცენტს, სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი განისაზღვრება 4 პროცენტით.“. |
2.
მე-4 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების მიერ კომისიისთვის მომართვის შემთხვევაში კომისია უზრუნველყოფს ამ დადგენილების შესაბამისად ნორმატიული დანაკარგების პროცენტული ოდენობების გადაანგარიშებას მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის მიმდინარე და დარჩენილი სატარიფო წლებისთვის. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები