„მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.025782
233
29/05/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
480140000.10.003.025782
„მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №233

2026 წლის 29 მაისი

   ქ. თბილისი

 

„მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებასთან“ შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველო შეუერთდეს „მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას“.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მთავრობათაშორისი შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, როგორც შეთანხმების დეპოზიტარს, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მთავრობათაშორისი შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე;

გ) აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, როგორც შეთანხმების დეპოზიტარს, რომ შეთანხმების მე-10 მუხლისა და მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველო თავს არ იბოჭავს მე-13 მუხლის მორიგებასთან დაკავშირებული დებულებებით;

დ) აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, როგორც შეთანხმების დეპოზიტარს, რომ საქართველო აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის − მიმართ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო აგრესიის შედეგად მის მიერ არის ოკუპირებული, აქტის გამოყენება დაიწყება ამ რეგიონებში − ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს დე ფაქტო იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე