დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №40
2026 წლის 29 მაისი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახატანში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს 38-ე და 39-ე ქუჩის სახელები თანდართული რუკის შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები