ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა №62-ში, №64-ში №64ა-ში, №62-ში, ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (05.27.30.002; 05.27.30.016 ; 05.27.30.018; 05.27.30.017) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016769
30
29/05/2026
ვებგვერდი, 03/06/2026
010250050.35.132.016769
ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა №62-ში, №64-ში №64ა-ში, №62-ში, ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (05.27.30.002; 05.27.30.016 ; 05.27.30.018; 05.27.30.017) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2026 წლის 29 მაისი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა №62-ში, №64-ში №64ა-ში, №62-ში, ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (05.27.30.002; 05.27.30.016 ; 05.27.30.018; 05.27.30.017) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩა №62-ში, №64-ში №64ა-ში, №62-ში, ქალაქ ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (05.27.30.002; 05.27.30.016; 05.27.30.018; 05.27.30.017) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვროს საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის ე.წ. „შავ კარკასულ მდგომარეობაში“ მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა. საცხოვრებელი ბინა ერთეულების ფართობი დგინდება კანონმდებლობით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ნამატი საანგარიშო ფართის 10%-ის ოდენობით, ან საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ე.წ. „თეთრი კარკასული“ მდგომარეობით გადასაცემი ფართის ოდენობის შესაბამისი საბაზრო ღირებულების გადახდა. ასეთ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის ფართი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ნამატი საანგარიშო ფართის 4%-ის ოდენობით, ხოლო საკომპენსაციო ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხდება მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე მაისურაძე