დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 244 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.025793 |
|
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №654 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 040170020.10.003.025548) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“. 2. დანართ №2-ის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგები, მათ შორის, ბაზრის კვლევაში მონაწილე პოტენციური მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები (თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე) (ბაზრის კვლევის ამსახველი დოკუმენტაცია უნდა აერთიანებდეს არანაკლებ სამი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას, მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ სამი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები