„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025811
262
15/06/2026
ვებგვერდი, 16/06/2026
300160070.10.003.025811
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №262 

2026 წლის 15 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ქვეთავი 423 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქვეთავი 423 – საგანმანათლებლო ჯგუფი სგ

423.1 უსაფრთხო ადგილები. საგანმანათლებლო ჯგუფის დაკავებულობების თითოეული დამკავებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს, სულ მცირე, 0,56 მ2 ფართობის უსაფრთხო ადგილით შენობასა და მიწის ნაკვეთის საზღვარს შორის. მანძილი ამგვარ უსაფრთხო ადგილებსა და იმ შენობას შორის, რომელსაც ისინი ემსახურებიან, უნდა იყოს შენობის სიმაღლის ნახევრის ტოლი, მაგრამ არანაკლებ 15 მ-ის.

გამონაკლისი: მოთხოვნა არ ვრცელდება შემთხვევაზე, რომელიც ითვალისწინებს არსებული საბავშვო ბაგა-ბაღის/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეკონსტრუქციას ან არსებული საბავშვო ბაგა-ბაღის/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  მშენებლობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე