„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016747
17
24/06/2026
ვებგვერდი, 26/06/2026
010250020.35.123.016747
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2026 წლის 24 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01.05.2026, №010250020.35.123.016742), კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ჭიღვარია



დანართი №2

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა

 

ივსება განმცხადებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ

 

ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ

სახელი

გვარი

დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი)

 

 

 

პირადი ნომერი

საკონტაქტო ტელეფონი

გყავთ თუ არა ოჯახის წევრი

 

 

   1. დიახ

   2. არა

ინფორმაცია ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ

 

ინფორმაცია განმცხადებლის შემოსავლების შესახებ

 

განმცხადებლის რეგისტრაციის მისამართი

ქალაქი

სოფელი

 

 

ქუჩა/მიკრორაიონი

სახლი №

კორპუსი

ბინა №

 

 

 

 

ტელეფონი

 

განმცხადებლის ფაქტობრივი მისამართი

ქალაქი

სოფელი

 

 

ქუჩა/მიკრორაიონი

სახლი №

კორპუსი

ბინა №

 

 

 

 

ტელეფონი

 

განმცხადებლის თანხმობა თავშესაფრით სარგებლობაზე

თანახმა ვარ ვისარგებლო ქალაქ ქუთაისის მუნიციპა­ლი­ტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული მიუ­სა­ფართა თავშესაფარით

1. დიახ

2. არა

განმცხადებლის მოვალეობა

განმცხადებელი ვალდებულია უტყუარი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მისი ოჯახური, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, პერსონალურ და სხვა მონაცემებთან დაკავშირებით, აცნობოს კომისიას წარმოდგენილ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები და ხელი მოაწეროს შევსებულ განაცხადს. განსხვავებული აზრის არსებობისას წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები.

განმცხადებლის უფლება

მოითხოვოს თავშესაფრით უზრუნველყოფა; გაეცნოს მის შესახებ შეგროვებულ ინ­ფორმა­ციას; მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილე­ბების (შესწორებების) შეტანა; ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

განმცხადებლის ხელწერილი

ვადასტურებ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოებები, რომლებიც მომცემდა შესაძლებლობას უზრუნველყოფილი ვიყო თავშესაფრით.

გავეცანი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის № 13 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს უსახლკაროთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ვიღებ ვალდებულებას განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე.

თანახმა ვარ („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით) უსახლკარო პირად რეგისტრაციასთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნ­ველ­ყოფის წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით:

სახელი

გვარი

პირადი ნომერი

ხელმოწერა

თარიღი